"ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა ბანკებს კონკურენციაში მოუგეს" - რომან გოცირიძე

"ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა ბანკებს კონკურენციაში მოუგეს" - რომან გოცირიძე

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ბოლო დღეებში ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში არსებული კურსის შესახებ წერს:

"ყოჩაღ სავალუტო პუნქტებო!

ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა ბანკებს კონკურენციაში მოუგეს.

ბანკებში ვალუტის გაცვლის საშინელი კურსია. ძალიან დიდია სხვაობა ყიდვასა და გაყიდვას შორის, თანაც თვით ეს ორი სიდიდე საკმაოდ არის დაცილებული როგორც ეროვნული ბანკის, ასევე სავალუტო პუნქტების მაჩვენებელს. ამიტომ კლიენტებს გამოაქვთ ბანკებიდან თავიანთი დანაზოგები და ქუჩაში ახდენენ კონვერტირებას. ამით ბანკები მეანაბრეებს კარგავენ, ადამიანებს კი წვალება უწევთ.

როგორც იქნა, ერთ-ერთმა ბანკმა შემოიღო 10 ათას ლარამდე თანხის კონვერტირება ექტრონული ფორმით, ”ვალუტის გადამცვლელ პუნქტებთან მიახლოებული კურსით”. ძალიანაც კარგი. თუმცა რად უნდათ ეს ”მიახლოება”. ამით ნდობას უკარგავენ ამ წამოწყებას. ისეთივე რომ იყოს, მოგებას ვერ მიიღებენ თუ რა?

ერთით ნოლი ჯიხურების სასარგებლოდ.

სხვათა შორის, ამ ორი თვის წინათ, როცა აზერბაიჯანში მათი ეროვნული ვალუტა გაუფასურდა, სავალუტო პუნქტები დახურეს. არა და პირიქით, ხელი უნდა შეეწყოთ მათთვის. ასევე მოიქცა საქართველოს ეროვნული ბანკი და მთავრობა 1998 წლის ლარის გაუფასურების დროს, როცა ჯიხურების მუშაობა შეაჩერეს.

ჩვენ უკვე წინ წავედით, მეზობლები კი დაწყებით კლასში ჩარჩნენ:)".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს