"ტრანს კავკასუს ტერმინალსსა" და კომპანია LAM-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

"ტრანს კავკასუს ტერმინალსსა" და კომპანია LAM-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ს/ს ",საქართველოს რკინიგზის" შვილობილმა კომპანიამ ,,ტრანს კავკასუს ტერმინალსმა" და LAM კომპანიათა ჯგუფმა დღეს განზრახვათა შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, მემორანდუმის თანახმად, კომპანიები სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობით, ხელს შეუწყობენ საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალის მსოფლიო სავაჭრო გზებთან დაკავშირებას. ასევე, ერთობლივად შეიმუშავებენ საზღვაო კავშირს საქართველოს, თურქეთსა და შესაბამის ევროპულ ბაზრებთან.

,,ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ტრანს კავკასუს ტერმინალსი ტრანს კასპიური კონსორციუმის წევრი გახდა. კონსორციუმი ჩინეთიდან საქართველოში საკონტეინერო გადაზიდვებს უზრუნველყოფს, შემდგომში მათი სხვადასხვა მიმართულებით ტრანსპორტირების მიზნით. ჩვენი კომპანიის გარდა კონსორციუმის წევრები არიან ჩინური, აზერბაიჯანული და ყაზახური კომპანიები. იმედი გვაქვს, რომ LAM ჯგუფი იქნება ერთერთი კომპანია, რომლის მხარდაჭერითაც ჩვენ შავ ზღვაზე თურქეთისა და სხვა მიმართულებით საზღვაო მომსახურებას მივიღებთ, რომ შემდგომში სრულყოფილად უზრუნველვყოთ ჩინეთიდან წამოსული ტვირთის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ტრანსპორტირება," - განაცხადა ,,ტრანს კავკასუს ტერმინალსის" დირექტორმა ლევან სულაბერიძემ.

,,ბოლო წლების განმავლობაში საქართველო სატრანსპორტო სფეროში მნიშვნელოვნად განვითრდა. ჩინეთი - საქართველოს აბრეშუმის გზა კი, ამ მიმართულებით დამატებით შესაძლებლობებს აჩენს. LAM კომპანიათა ჯგუფი, როგორც გლობალური სატრანსპორტო კომპანია, ტრანს კავკასუს ტერმინალსთან პარტნიორობით ამ შესაძლებლობების მაქსიამლურად გამოყენებას გეგმავს, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს უფრო დიდი როლი ითამაშოს მსოფლიოს ტრნასპორტირების სფეროში. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ამ პროექტში ჩვენი წვლილი შეგვაქვს," - განაცხადა LAM კომპანიათა ჯგუფის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელმა სელიმ მაკზუმემ.

,,ტრანს კავკასუს ტერმინალსის" 100 % წილის მფლობელია ს/ს საქართველოს რკინიგზა. რკინიგზის შვილობილი კომპანია 2009 წელს დაარსდა და მართავს და ავითარებს საკონტეინერო ტერმინალებს თბილისსა და ფოთში. ხოლო, LAM კომპანიათა ჯგუფი 70 წლიანი გამოცდილების კომპანიაა, რომელიც თავისი საერთაშორისო ქსელების მეშვეობით საზღვაო და ლოგისტიკურ მომსახურებას აერთიანებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია