"ბავშვს უნდა ჩავუნერგოთ, რომ ყოველთვის იმას ვერ მიიღებს, რაც უნდა..." - ნანიკო ხაზარაძე

 "ბავშვს უნდა ჩავუნერგოთ, რომ ყოველთვის იმას ვერ მიიღებს, რაც უნდა..." - ნანიკო ხაზარაძე

შვილების აღზდა ადვილი არ არის. ყველა მშობელს აღზრდის საკუთარი მეთოდი აქვს, რამდენად ამართლებს ეს მეთოდები უკვე სხვა საკითხია. თავისი აღზრდის მეთოდებზე გვესაუბრა ჟურნალისტი ნანიკო ხაზარაძე, რომელსაც ულამაზესი თინეიჯერი გოგონა ჰყავს - ლილუ ნუცუბიძე.

- ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვთვლი, რომ ბავშვის აღზრდის რეცეპტი არ არსებობს. პირადად მე დემოკრატიული აღზრდის მომხრე ვარ. დაბადებიდან დღემდე მე და ჩემი შვილი სულ ვსაუბრობთ. ეს არის ჩვენი ურთიერთობის ერთგვარი ფორმა. არასოდეს მეზარება მისი პრობლემების მოსმენა და ყოველთვის მხარდაჭერას ვუცხადებ, ამიტომ ლილუც ნდობითაა ჩემ მიმართ გამსჭვალული.

- თინეიჯერობის ასაკს ბევრი სირთულე ახლავს თან. მშობლებს ამ დროს უჭირთ შვილებთან ურთიერთობა. თქვენს შემთხვევაში როგორაა?

- საბედნიეროდ, ჯერ პრობლემას არ წავწყდომივართ. ვფიქრობ ეს იმიტომ, რომ ყოველ დილას, შუადღეს, საღამოს ვთხოვ, თუ რამე პრობლემა ექნება მითხრას, რაიმე მოწონს თუ არ მოსწონს, უნდა მესაუბროს ამის შესახებ. დისკუსია არის ნებიმიერი საკითხის გადაჭრისკენ მიმავალი გზა. ერთობლივი ძალებით, მეგობრული დამოკიდებულებით, ნდობით ყოველთვის ვპოულობთ ამ გზას.

- ლილუ მარტომ გაზარდეთ, არ გაგიჭირდათ?

- მას ყოველთვი აღვიქვამდი როგორც ზრდასრულ ადამიანს. მისი გაზრდა საერთოდ არ გამჭირვებია, პირიქით ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე და ბევრი რამე ვისწავლე.

- რა რეაქცია აქვს, თუ რაიმეს უფლებას არ აძლევთ?

- აუცილებელია, კარგის და ცუდის გარჩევა ბავშვს თავიდანვე ვასწავლოთ. უნდა ჩავუნერგოთ, რომ ყოველთვის იმას ვერ მიიღებს, რაც უნდა. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია რეჟიმი. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ საუზმის დროს საჭიროა საუზმე, სეირნობის დროს - სეირნობა, ძილის დროს - ძილი. ლილუმ თვითონ იცის, რა არის მისთვის მისაღები და რა - არა. რაც არ არის მისაღები, იმის სურვილი არასოდეს უჩნდება.

- რჩევას თუ გეკითხებათ ჩაცმის, ვარცხნილობის, რაიმე გადაწყვეტილების მიღების დროს?

წაიკითხეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია