გრიპისა და გაციების საწინააღმდეგო წამლები ბავშვებისთვის საშიშია

გრიპისა და გაციების საწინააღმდეგო წამლები ბავშვებისთვის საშიშია

ურეცეპტოდ გაყიდვადი გრიპისა და გაციების საწინააღმდეგო პრეპარატები ბავშვებს არავითარ შემთხვევაში არ დაალევინოთო - ასეთია სპეციალისტთა რეკომენდაცია, რომელსაც უცხოური საიტები ავრცელებენ.

საქმე ისაა, რომ ეს პრეპარატები შეიძლება პოტენციურად საშიშ ნივთიერებებს შეიცავდნენ, მათი ეფექტურობა კი ბავშვტა ორგანიზმზე ჯერ დამტკიცებულიც არაა.

თუ ინტრუქციას დააკვირდებით, ბევრ მათგანს აწერია, რომ 6 წლამდე ბავშვებისთვის მათი მიღება არ შეიძლება, ზოგი კი აკრძალვის ვადას 12 წლამდე ზრდის. ამ გაფრთხილებას მშობლები ხშირად ყურადღებას არ აქცევენ და რაკი ურეცეპტოდ იყიდება, შედარებით უწყინარ პრეპარატებად მიიჩნევენ. .

კანადელმა მკვლევარებმა დაადასტურეს, რომ ბავშვთა 18% მაინც იღებს იმ წამლებს, რომლებიც ბავშვებისთვის ჯერ კიდევ 2009 წელს აკრძალეს.

3500 ბავშვის ბავშვის გამოკვლევის შემდეგ ექიმება განაცხადეს:

"პატარების დიდი ნაწილი მაინც იღებს ხველებისა და გაციების საწინააღმდეგო ურეცეპტო პრეპარატებს. გაფრთხილება უფრო მკაცრი და თვალსაჩინო უნდა იყოს ან ეს წამლებიც რეპეტით გასაცემთა სიაში უნდა შევიდეს."

ასეთ პრეპარატებს მიეკუთვნება წამლები: "კოლდრექსი", "ტერაფლუ", "ფერვექსი", "მაქსიდოლი", "გრიპოსტადი" და ა. შ.

mshoblebi.ge

ხვალიდან რესტორნები იხსნება, მაგრამ 1-ელ აპრილამდე ცოცხალი მუსიკის შესრულება იკრძალება

დაპირისპირება სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის - რა ხდება ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან?

საქართველოში ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი