შარშან ვალების გამო ქონება 1000-ზე მეტ ადამიანს გაუყიდეს! - ქონებაჩამორთმეული ოჯახების არმიას კიდევ რამდენიმე ათასი მიემატება

შარშან ვალების გამო ქონება 1000-ზე მეტ ადამიანს გაუყიდეს! - ქონებაჩამორთმეული ოჯახების არმიას კიდევ რამდენიმე ათასი მიემატება

გადაუხდელი სესხის გამო, 5 წელიწადში, 10 ათასამდე ოჯახს ქონება გაუყიდეს. მალე, უსახლკაროთა არმიას, შეიძლება კიდევ რამდენიმე ათასი მიემატოს. მოვალეთა რეესტრში მოხვედრილი ადამიანების რიცხვი ყოველთვე იზრდება. ქონებაჩამორთმეული ოჯახების ნახევარზე მეტი მევახშეებმა იმსხვერპლეს, ქონების მეოთხედი კი კომერციულმა ბანკებმა დაისაკუთრეს.

"ბანკები და ფინანსები" არაერთხელ წერდა, რომ საქართველოში მსესხებელთა უფლებებს არავინ იცავს, მაშინ, როდესაც გამსესხებლებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი. ცალმხრივი ხელშეკრულებებით, გამსესხებელს აქვს უფლება მევალეს პირობები როგორც უნდა, ისე შეუცვალოს. ასევე, ხელშეკრულებაში ბუნდოვნად გაწერილი მუხლები საკუთარ ინტერესებს მოარგოს, შემდეგ ძალაუფლებისა და ფულის მქონე ორგანიზაციას აქვს შესაძლებლობა, კარგი ადვოკატი დაიქირავოს და მსესხებელს ძალიან მოკლე პერიოდში გაცემულ სესხზე რამდენჯერმე მეტი ქონება წაართვას.

საქართველოში საფინანსო ბაზარი აბსოლუტურად დაურეგულირებელია, სახელმწიფო კი ამ საფრთხეს ვერ ხედავს. ამასობაში მარტო 2015 წელს 1,410 ათასი ოჯახი დარჩა უსახლკაროდ. არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" მონაცემებით, აღსრულების ბიუროს მიერ გაყიდული უძრავი ქონება 2014 წელს 1,343 ათასი იყო, 2015-ში მისი რაოდენობა 67-ით (5%) გაიზარდა, 2015 წელს ეს მაჩვენებელი 5%-ით არის გაზრდილი, ანუ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2015 წელს 1,410 ათასი უძრავი ქონება გაასხვისა.

ამ მონაცემების მიხედვით, იპოთეკით დაგირავებული, გაყიდული, უძრავი ქონების 51% (720) კერძო მევახშეებზე მოდის. კომერციულ ბანკებზე - 27,4% (387), მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს გაყიდული ქონების 16% (225) შეხვდათ, სხვა იურიდიულ პირებს 5,5% (78).

"მონაცემებიდან იკვეთება, რომ კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წილი აუქციონის წესით რეალიზებულ უძრავ ქონებაში შედარებით მცირეა (27,4% და 16%), რაც იმით შეიძლება ავხსნათ, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია ბანკებისთვის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ვალის ამოღების უკანასკნელი ფორმაა და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ მას", - აცხადებენ "საზოგადოება და ბანკებში".

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია