გიორგი ბარამიძე - არ გამოვრიცხავ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" წინასაარჩევნოდ კოალიცია შექმნას

გიორგი ბარამიძე - არ გამოვრიცხავ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" წინასაარჩევნოდ კოალიცია შექმნას

ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე არ გამორიცხავს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" წინასაარჩევნოდ კოალიცია შექმნას, თუმცა როგორც ბარამიძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, მთავარი საარჩევნო სუბიექტი "ნაციონალური მოძრაობა" იქნება.

"გამორიცხული არ არის საარჩევნო ინტერესებიდან გამომდინარე რაღაც ამგვარი ნაბიჯები გადაიდგას, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა" იქნება ძირითადი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. დანარჩენი ტაქტიკურად რა იქნება ჩვენთვის მიზანშეწონილი, ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას როცა მიიღებს პარტიის პოლიტიკური საბჭო, თქვენ იქნებით პირველები, რომლებიც ამას გაიგებთ", -განუცხადა ჟურნალისტებს ბარამიძემ.

ამასთან, იგი არ აკონკრეტებს რაიმე კონსულტაციები რომელიმე კონკრეტულ პარტიასთან იყო თუ არა და აცხადებს, რომ ამაზე საუბარი ახლა ნაადრევია.

"ჩვენ მუდმივად გვაქვს დიალოგი საქართველოში არსებულ პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, გარდა "ქართული ოცნებისა" სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით. "ქართულ ოცნებასთან" ვურთიერთობთ როგორც ხელისუფლებასთან, რამეს მივუთითებთ, მაგრამ სამწუხაროდ არაფერი შეუსმენიათ", - განაცხადა ბარამიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."