ვინ არის 19 წლის ლამაზმანი, რომელიც პაპარაცებმა ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად გამოიჭირეს

ვინ არის 19 წლის ლამაზმანი, რომელიც პაპარაცებმა ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად გამოიჭირეს

ცოტა ხნის წინ, პაპარაცებმა ლეონარდო დიკაპრიო უცნობ გოგონასთან ერთად დააფიქსირეს, როდესაც ისინი ერთ-ერთი ცნობილი რესტორნიდან გამოდიოდნენ. ლეოს ახალი რჩეული 19 წლის დანიელი მოდელი, ჩელსი ვეიმარი აღმოჩნდა.

ლამაზმანი სამოდელო სააგენტო Future Faces Model Management-ის მოდელია. ამბობენ, რომ 178 სმ სიმაღლის, ლურჯთვალება, ყავისფერთმიანი, იდეალური პარამეტრების მქონე ჩელსი ოსკაროსანი მსახიობის ახალი გატაცებაა.

ცნობილი ფაქტია, რომ ჰოლივუდის 41 წლის ვარსკვლავი მოდელების განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა. მის ყოფილ ქალებს შორის ცნობილი მოდელები ბარ რაფაელი, ერინ ჰიზერტონი, ჟიზელ ბუნდჰენი, ჰელენა კრისტენსენი და სხვები არიან. ერთ-ერთი ბოლო ჭორი კი ჰოლივუდელი გულთამპყრობელისა და R&B დივას - რიანას რომანს უკავშირდებოდა.

დაათვალიერეთ ლეოს ახალი რჩეულის ფოტოები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება