ისლანდიას ახალი პრემიერმინისტრი ჰყავს

ისლანდიას ახალი პრემიერმინისტრი ჰყავს

ისლანდიას ახალი პრემიერმინისტრი ჰყავს. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ეს თანამდებობა სიგურპურ-ინგი იოჰანსონმა დაიკავა. იოჰანსონმა ამ პოსტზე ოფშორული სკანდალის ფონზე ორი დღის წინ გადამდგარი სიგმიუნდურ გიუნლეიქსონი შეცვალა.

იოჰანსონი მანამდე სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს იკავებდა. პრემიერმინისტრი მას შემდეგ გადადგა, რაც უმსხვილესმა მსოფლიო მედიასაშუალებებმა მასშტაბური გამოძიებების შედეგები გამოაქვეყნეს.

გიუნლეიქსონის შემთხვევაში საქმე ეხებოდა მის მიერ 2009 წელს მისი და მისი მეუღლის კუთვნილებაში არსებულ ოფშორულ კომპანიას.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა