ჩრდილოეთ კორეა დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთ ტოტალიტარულ ქვეყანას წარმოადგენს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ამ ჩაკეტილ ქვეყანას საკმაოდ დიდი რაოდენობის, თანაც "უჩვეულო" საექსპორტო პროდუქტი გააჩნია.
ნახშირი
ცნობილია, რომ მსოფლიოში ნახშირის უმსხვილესი მიმწოდებელი ჩინეთი გახლავთ. საიდან იღებს ჩინეთი მილიონობით ტონა საწვავს? - აღმოჩნდა, რომ ბოლო დროს ჩრდილოეთ კორეა ჩინეთის ძირითადი მიმწოდებელი გახდა - 2015 წლის მაისში ქვეყანამ ჩინეთში 1,8 მილიონი ტონა ნახშირის ექსპორტი მოახდინა.
ბუნებრივი რესურსების ექსპორტი საკმაოდ იოლი საშუალებაა ტოტალიტარული რეჟიმისთვის ფულის საშოვნელად, ამასთან მოსახლეობის კონტროლის შეუსუსტებლად. კიდევ ერთი უპირატესობა გახლავთ ის, რომ ბუნებრივი რესურსების ექსპორტი გაერო-ს სანქციების სიაში არ მოხვდა, ამიტომაც ამ გზით ჩრდილოეთ კორეა ფულს კანონიერად შოულობს.
ბალისტიკური რაკეტები
ჩრდილოეთ კორეა ასევე ცნობილია ბალისტიკური რაკეტების პროვოკაციული გაშვებებით, რომელსაც როგორც წესი, "ავაზაკი კაპიტალისტების მზაკვრობას" მიაწერენ. მაგრამ ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკურ რაკეტებს მხოლოდ ამისთვის არ იყენებენ, მათ საექსპორტოდაც უშვებენ, რითიც ქვეყნის ბიუჯეტი ყოველწლიურად მილიონობით დოლარით ივსება. ბალისტიკური რაკეტების ექსპორტი მთავრობას საშუალებას აძლევს, განაგრძოს რაკეტების წარმოება შიდა მოხმარებისთვის. იხილეთ გაგრძელება