"ტკივილით გატანჯული შვილისთვის ნუგბარის ყიდვასაც ვერ ვახერხებთ" - ლეიკემიით დაავადებული 5 წლის ნანუკას მამა სამსახურს ეძებს

"ტკივილით გატანჯული შვილისთვის ნუგბარის ყიდვასაც ვერ ვახერხებთ" - ლეიკემიით დაავადებული 5 წლის ნანუკას მამა სამსახურს ეძებს

"არ ვიცი, საიდან დავიწყო ჩემი პრობლემების შესახებ საუბარი. ნანუკას ლეიკემია აქვს...

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობს. ტკივილისაგან ხანდახან ისე იღლება, რომ ტირილის თავიც არ აქვს. გული მიკვდება, ვერაფრით რომ ვერ ვშველი ჩემი 5 წლის გოგოს... პერიოდულად, ქიმიას უკეთებენ. მუდმივი გადასხმებით, წამლების მიღებით ნაწლავები "გაუღიზიანდა", რასაც მუცლის საშინელი ტკივილებიც ემატება... ისედაც უამრავი რამე აქვს აკრძალული და რაც ნებადართულია, იმასაც ვერ ვყიდულობთ", - ამბობს 5 წლის ნანუკა დოლიძის დედა, მარინა მოსიაშვილი.

ასეთ დროს ყველაზე რთულია, დედისთვის სანუგეშო სიტყვები გამონახო... ოჯახი თელავში ცხოვრობს. უმუშევრობის პრობლემა, როგორც საქართველოს დანარჩენ რეგიონებში, იქაც მწვავედ იგრძნობა. ბავშვის ავადმყოფობას კი ოჯახში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობაც ემატება.

მარინა მოსიაშვილი:

- შოკოლადი უყვარს და იმასაც ვერ ვყიდულობთ. ხანდახან, მედიკამენტისა და პურის ფულიც არ მაქვს... ადრე ჩემი მეუღლე მუშაობდა, "ტაქსაობდა" და გარკვეული შემოსავალი გვქონდა, შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა და ის მანქანა გავყიდეთ. უბრალოდ, სხვა გზა არ გვქონდა... სახლში მეორე მანქანაც გვყავს, მაგრამ იმდენად ძველია, "სატაქსაოდ" აღარ გამოდგება... ახლა ყველაზე მეტად გზის და კვების ფული გვჭირდება. სხვა მხრივ, მკურნალობისა და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს კლინიკა უზრუნველყოფს.

- მეუღლე პროფესიით ვინ არის?

- მძღოლია. წლების განმავლობაში მუშაობდა და გამოცდილებაც აქვს... არც კი ვიცი, ვის უნდა ვთხოვოთ, ვის უნდა მივმართოთ, რომ დაასაქმონ. ყველგან იმუშავებს: დისტრიბუციაში, ტაქსიზე, ავტოგასამართ სადგურზე, ბავშვის კვებისა და სხვა პრობლემების მოგვარება რომ შევძლოთ... ჩემი მეუღლე არც "შავ" საქმეს ითაკილებდა, ზარმაცი ნამდვილად არ არის, მაგრამ ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, ფიზიკურად რომ იმუშაოს.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია