"ამ ჩანაწერებს ვიღაც პათოლოგები აკეთებდნენ... რომ მცოდნოდა, შეიძლებოდა იქ არც ვყოფილიყავი"

"ამ ჩანაწერებს ვიღაც პათოლოგები აკეთებდნენ... რომ მცოდნოდა, შეიძლებოდა იქ არც ვყოფილიყავი"

მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესების ფონზე, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელ კითხვად რჩება - რა კონფიგურაციით გავა ოპოზიცია არჩევნებზე? ამ საკითხზე "კვირის პალიტრასთან" საზოგადოება "ივერიის" დამფუძნებელი, კულტურის ექსმინისტრი ნიკა რურუა საუბრობს, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას პროდასავლური ძალების გაერთიანების შემთხვევაში არ გამორიცხავს:

- თუ პროდასავლური ძალები გაერთიანდებიან, მოახლოებულ არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" აუცილებლად დავამარცხებთ. საზოგადოება დიდი ხანია მიხვდა, რომ 2012 წელს ისინი, უბრალოდ, მოატყუეს და კოალიციას საქმის კეთება რეალურად არ შეუძლია - მათი ყველა დაპირება შეუსრულებელი დარჩა და დღეს მხოლოდ პრივილეგიებისა და კეთილდღეობის შენარჩუნებისთვის იბრძვიან. ამიტომ ამ ძალას ხალხი ნდობას მეორედ აღარ გამოუცხადებს, თუმცა მეორე მხრივ, დროა, ვიწრო პარტიული ინტერესებიდან ოპოზიციაც გამოვიდეს.

- ვის მოიაზრებთ ახალ პროდასავლურ გაერთიანებაში, მით უმეტეს, რომ კოალიციაში შემავალმა პარტიებმა არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლა უკვე დააანონსეს?

- საბედნიეროდ, საქართველოში არიან ძალები, რომლებიც ქვეყნის მომავალს მხოლოდ ევროპას უკავშირებენ. მათ შორის, "თავისუფალი დემოკრატები", არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, "ნაციონალური მოძრაობა" და "რესპუბლიკელებიც", თუ ისინი კოალიციას რეალურად დატოვებენ. თუ ეს ძალები გაერთიანდებიან, არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ - პარლამენტში კი შეიქმნება კოალიციური მთავრობა, რომელიც დებატსა და მსჯელობაზე იქნება ორიენტირებული და ძალაუფლების უზურპაციას ვეღარ მოახერხებს.

- როგორ წარმოგიდგენიათ თუნდაც "თავისუფალი დემოკრატების" ნაციონალურ მოძრაობასთან და სააკაშვილთან გაერთიანება, რომლებიც წლების განმავლობაში დაპირისპირებულ ძალებს წარმოადგენენ, ან საზოგადოებისთვის რამდენად მისაღები იქნება "ნაციონალებთან" ალიანსში მყოფი თქვენ მიერ დასახელებული პარტიები?

- რა შუაშია მიხეილ სააკაშვილი? ის ოდესის გუბერნატორია და როგორც ვიცი, საქართველოში არჩევნებში ჩართვასაც არ გეგმავს. საერთოდ, პიროვნულმა ფაქტორებმა რაციონალური გადაწყვეტილების მიღებაში ხელი არ უნდა შეგვიშალოს. შესაძლოა, გარკვეული შეცდომები დავუშვით, მაგრამ ჩვენი მმართველობისას ბევრად სახელმწიფოებრივი ნაბიჯი გადავდგით.

- რასაც თქვენ შეცდომად აღიქვამთ, საზოგადოების ნაწილი მას დანაშაულად მიიჩნევს, რომელიც ფაქტია, რომ დღესაც ბევრ ადამიანს აყენებს მინიმუმ მორალურ ზიანს. ვგულისხმობ, ფარულ ჩანაწერებს, ადამიანების წამების ამსახველ კადრებსა და ა.შ.

- ხელისუფლებაში ყოფნისას მსგავსი ჩანაწერების არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდი. ამ ჩანაწერებს ვიღაც პათოლოგები აკეთებდნენ, თუმცა ფაქტია, რომ ამ სისტემის ამოძირკვის ნაცვლად, "ქართული ოცნებაც" მას ხარბად დაეწაფა.

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."