კრიმინალური სამყაროს კიმ კარდაშიანი

კრიმინალური სამყაროს კიმ კარდაშიანი

კლაუდია ოჩოა ფელიქსი კრიმინალურ წრეებში ძალიან ცნობილი ქალბატონია. 2014 წელს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სწორედ ის გახდა მექსიკური ბანდის Los Ántrax-ს ხელმძღვანელი, რომელსაც მასიურ მკვლელობებში მიუძღვის ბრალი. ფელიქსმა ეს პოსტი მას შემდეგ მიიღო, რაც მისი ბოიფრენდი და ამ ორგანიზაციის ლიდერი დაიჭირეს.

მას მექსიკელ კიმ კარდაშიანს ეძახიან. სამი შვილის დედამ ყურადღება ყველაზე მეტად მაშინ მიიქცია, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ის აწამეს და მოკლეს. სინამდვილეში თავდამსხმელებს კლაუდია მის მსგავს გოგონაში აერიათ და შეცდომით სხვა მოკლეს. კლაუდია სოციალურ ქსელებში ძლაიან აქტიურია. თავის პიკანტურ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს და ყველანაირად ცდილობს კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირი უარყოს. თუმცა ინტერნეტში მისი წარსულის დამადასტურებელი ფოტოები მაინც მოიძებნება, სადაც ის ავტომატით ხელში, ბანდის სიმბოლო თავის ქალის ჩონჩხის ტატუთი პოზირებს, ფულით სავსე საწოლზე წევს და ა. შ. ერთ-ერთ ფოტოზე ხელყუმბარაც უჭირავს ხელში.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

ამერიკაში მას შესვლა არ შეუძლია, რადგან ნარკოტრაფიკინგის ბრალდება აქვს წაყენებული და პატიმრობა ემუქრება. მექსიკაში კონკურენტი ბანდები გამუდმებით ცდილობენ მის მოკვლას, თუმცა კლაუდია უარს ამბობს თავის გლამურულ ცხოვრებას ჩამოშორდეს. ის ხშირად ჩნდება ღამის კლუბებში, გამუდმებით ანახლებს ფეისბუქის, ტვიტერის და ინსტაგრამის გვერდებს ახალთახალი ფოტოებით, თუმცა ყველგან დაცვის დიდი ამალით დადის.

მომზადებულია mirror.co.uk-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს