ძლიერი ქარის შედეგები თბილისსა და რუსთავში: მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული ავტომობილები და 100-მდე გამოძახება სამაშველოში

 ძლიერი ქარის შედეგები თბილისსა და რუსთავში: მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული ავტომობილები და 100-მდე გამოძახება სამაშველოში

უამინდობის გამო თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში წუხელ 100-მდე გამოძახება დაფიქსირდა. როგორც AMBEBI.GE-ს აღნიშნულ სამსახურში განუცხადეს, შეტყობინება ძირითადად ძლიერი ქარის გამო ხეების მოგლეჯას შეეხებოდა.

"წუხანდელი ღამის განმავლობაში დაახლოებით 100-მდე შეტყობინება შემოვიდა. მათი უმეტესობა შეეხებოდა იმას, რომ ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, მათ შორის ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა "სოკარის" ცენტრალურ ოფისთან დაფიქსირდა, სადაც მოგლეჯილი ხე ავტომანქანას დაეცა. იყო ხისგან ავტომანქანის დაზიანების სხვა ფაქტებიც, თუმცა, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ჩვენი ბრიგადები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ", - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მოქალაქეთა ზარები შემცირებულია, თუმცა შეტყობინებები მაინც ფიქსირდება.

იხილეთ ვიდეო

ამასთან, უამინდობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წუხელ 8 რეისი გაუქმდა.

რაც შეეხება რეგიონებს, ხეების მოგლეჯის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც, მათ შორის რუსთავშიც. ძლიერმა ქარმა რუსთავი-გარდაბნის ავტომაგისტრალზე მარის არხის დასახლებაში, ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ბოძს დაეცა და დააზიანა. რუსთაველის, გურამიშვილის, ნიკოლაძის,მაიაკოვსკისა და ბალანჩივაძის ქუჩებზე ქარიშხალმა სახურავები ახადა, შარტავას გამზირზე და მე-12 მიკრორაიონში სარეკლამო ბანერები დააზიანა, რუსთაველისა და გიორგაძის ქუჩებზე ხეები მოგლიჯა, 20-მდე მისამართზე დაზიანდა გარეგანათებისა და ელეტროგადამცემი ხაზები.

რუსთავის მერიის ცხელ ხაზზე სტიქიისგან მიყენებულ ზიანზე მოსახლეობიდან რამდენიმე ათეული შეტყობინებაა შესული. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო რუსთავის მერიის ყველა სამსახური, მოგლეჯილი ხეებისგან გზებისა და ეზოების გაწმენდის პროცესს ქალაქის მერი დავით ჯიქია ადევნებდა თვალყურს. დავით ჯიქიას განცხადებით, სტიქიისგან მიყენებული ზარალის შესწავლას მერიაში არსებული სპეციალური კომისია დილიდან შეუდგება. 21-ე მიკრორაიონის #1 საცხოვრებელ კორპუსთან ქარისგან მოგლეჯილი ხე ავტომანქანებს დაეცა და დააზიანა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია