ჟურნალმა "ბომონდმა" ქართულ საზოგადოებას შვეიცარული ბრენდი "Hyalual" წარუდგინა

ჟურნალმა "ბომონდმა" ქართულ საზოგადოებას შვეიცარული ბრენდი "Hyalual" წარუდგინა

ჟურნალმა ბომონდმა ქართულ საზოგადოებას შვეიცარული ბრენდი "Hyalual" წარუდგინა. პრეზენტაციის პირველი ნაწილი "თბილისი მარიოტში" შედგა, საღამოს წვეულებას კი კლუბ-რესტორანმა "Floor 8"-მ უმასპინძლა. ღონისძიებაზე ჟურნალ "ბომონდის" პარტნიორები და მეგობრები იყვნენ მიწვეულები. "ჰიალუალი" მსოფლიო ბაზარზე ანტი-ეიჯ თერაპიაში ახალი სიტყვაა და მალე მისი მომსახურებით სარგებლობის საშუალება ქართველ მომხმარებელსაც ექნება. "ჰიალუალის" პროდუქციაში რამდენიმე ხაზია გაერთიანებული, როგორც ყოველდღიური მოვლის საშუალებები, ასევე ინექციები, რომლებიც ახალგაზრდობის გარანტიაა.

"დღევანდელო საღამო ბომონდისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ჩვენ ხშირად ვმართავთ ასეთ საღამოებს პარტნიორებთან ერთად. დღეს შვეიცარიული ბრენდი "ჰიალუალი" წარვადგინეთ, გვყავს საპატიო სტუმრები უკრაინიდან. არაჩვეულებრივი საღამო გამოვიდა, ბევრმა ჩვენმა პარტნიორმა და მეგობარმა მოიყარა თავი და ბევრი ახალი იდეა დაიბადა მომავალი თანამშრომლობისთვის. დიდ მალობას ვუხდით ივენთის მხარდამჭერს "ვოდკა ლაქშერი ელიტს" - აღნიშნა ჩვენთან საუბარში "ბომონდის" რედაქტორმა თეა აგლაძემ.

დაათვალიერეთ ფოტოები წვეულებიდან

"ჰიალუალი" ოფიციალური წარმომადგენელი ქართულ ბაზარზე "ჯანმრთელი თმის ცენტრია". საღამოს ესწრებოდა ინსტიტუტ "ჰიალუალის" ინექციური მეთოდების საერთაშორისო სპეციალისტი, საერთაშორისო ტრენერი, დერმატოლოგი იაროსლავ ლატა, რომელმაც Ambebi.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ ეს მისი პირველი ვიზიტია საქართველოში, თუმცა, ამიერიდან ხშირად მოუწევს სტუმრობა: " მივესალმები საქართველოს, დღევანდელმა დღემ ძალიან კარგი კავშირები მოგვიტანა ჟურნალ ბომონდთან, რომელიც ცნობილი და მოდური ჟურნალია საქართველოში, ასევე ჩვენი პარტნიორი. ძალია ბედნიერი ვარ მეგობრული გუნდის გაცნობით, რომელიც ჩვენ ქართულ ბაზარზე პოციონირებაში გვეხმარებიან.

საღამოზე მისულ სტუმრებს უამრავი სიურპრიზი დახვდათ, გათამაშდა სხვადასხვა პრიზი, რომელოც სპეციალურად წვეულებისთვის ჟურნალმა "ბომონდმა" და მისმა პარტნიორებმა დააწესეს.

მარიამ ლორთქიფანიძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია