1000-ზე მეტმა თინეიჯერმა თბილისში მსოფლიო ბესტსელერის - "მე, ერლი და მომაკვდავი გოგონას" პრეზენტაციაზე მოიყარა თავი

 1000-ზე მეტმა თინეიჯერმა თბილისში მსოფლიო ბესტსელერის - "მე, ერლი და მომაკვდავი გოგონას" პრეზენტაციაზე მოიყარა თავი

გამომცემლობა "პალიტრა L" -ის მიერ გამოცემული ჯესი ენდრიუსის წიგნის - "მე, ერლი და მომაკვდავი გოგონა" პრეზენტაციას ათასზე მეტი თინეიჯერი დაესწრო. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს გამომცემლობა "პალიტრა L" -ის პროექტების მენეჯერმა, თინათინ ფეიქრიშვილმა განუცხადა.

"აქცია განსაკუთრებული იყო, რადგან "ლიბერთინსმა" თავის საყვარელ მკითხველს წიგნი დიდი ფასდაკლებით შესთავაზა. ღონისძიებაზე 1000-ზე მეტმა თინეიჯერმა მოიყარა თავი. წიგნის ავტორი ჯესი ენდრიუსი ძალიან ცნობილი ამერიკელი მწერალია, რომელმაც ამ წიგნით მსოფლიოს თინეიჯერების ყურადღება მიიპყრო. წიგნი მსოფლიო ბესტსელერია, თარგმნილია 35 ენაზე და გაყიდულია მსოფლიოს მასშტაბით 10 მილიონზე მეტი ეგზემპლარი", - აღნიშნა თინათინ ფეიქრიშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

იხილეთ ვიდეო

ერთ-ერთი თინეიჯერის, სალომე დათუკიშვილის თქმით, წიგნის შინაარსს სოციალურ ქსელში გაეცნო და ფასდაკლებით წიგნის შეძენა გადაწყვიტა. "ფეისბუქ" გვერდზე რომ ვნახე წიგნის შინაარსი, ძალიან მომეწონა. გამიხარდა, რომ წიგნის ასეთი ფასდაკლებით შეძენის შესაძლებლობა მომეცა", - აღნიშნა სალომე დათუკიშვილმა.

"ლიბერთინსის" აქციის ფარგლებში, პროექტის ორგანიზატორებმა ერთგულ ახალგაზრდა მკითხველს სურვილების დაფა წარუდგინეს. ნებისმიერ თინეიჯერს საკუთარი სურვილის წერილობითი სახით დაფაზე დატოვების შესაძლებლობა ჰქონდა. გამომცემლობა "პალიტრა L" - ის ინფორმაციით, "ლიბერთინსი" დაფაზე განთავსებული სურვილებიდან თვეში რამდენიმეს აასრულებს.

აქციაზე ჯესი ენდრიუსის "მე, ერლი და მომაკვდავი გოგონა" 12 ლარის ნაცვლად 3 ლარად გაიყიდა. აქცია, ტრადიციისამებრ, "ბიბლუსი გალერეაში" გაიმართა.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს