ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ დღეს მსოფლიო რბენა გაიმართება

 ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ დღეს მსოფლიო რბენა გაიმართება

კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ, 8 მაისს, უკვე მესამედ მსოფლიო რბენა გაიმართება.

6 კონტინენტი, 33 ქვეყანა და 100 ათასზე მეტი მორბენალი ამ დღეს ერთად დარბიან: პროფესიონალი სპორტსმენები, მოყვარულები და ეტლით მოსარგებლე ადამიანები, მთავარია მსურველი 18 წლის იყოს. მსოფლიო რბენას სხვა შეზღუდვა არ აქვს. 2015 წელს, ყველაზე ასაკოვანი მორბენალი 92 წლის შოთა სამუშია იყო, რომელმაც 3.61 კმ ირბინა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, Wings for Life World Run-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული ტრასის მანძილი და დრო, არ არსებობს ტრადიციული ფინიშის ხაზი. არის მხოლოდ „ფინიშ მანქანა“, რომელიც სტარტიდან 30 წუთში დაიძვრება და 15 კმ/ს - 20 კმ/ს - 25 კმ/ს) სიჩქარით იმოძრავებს. თუკი „ფინიშ მანქანა“ მორბენალს გადაუსწრებს, ის შეჯიბრს გამოეთიშება.

დარეგისტრირებული მონაწილეები ინდივიდუალურ სანომრე ნიშნებს მაისურებზე დაიმაგრებენ. რბენის შედეგების კონტროლი ავსტრიის ქალაქ სპილბერგიდან ხორციელდება. ყოველ მეხუთე კილომეტრზე მორბენლებს გამაგრილებელი პუნქტები დახვდებათ - წყლით და ხილით. შეჯიბრს გამოთიშული მორბენლები უკან, სტარტზე, სპეციალური ავტობუსებით დააბრუნდებიან.

მსოფლიო რბენის 2 გამარჯვებული - ერთი ქალი და ერთი მამაკაცი, 2017 წელს თავად აირჩევენ მსოფლიოს რომელ წერტილში მიიღებენ რბენაში მონაწილეობას. გლობალური ჩემპიონები კი საჩუქრად ექსკლუზიურ ტურს მიიღებენ მსოფლიოს გარშემო.

მონაწილეების რეგისტრაცია მიმდინარეობდა 2016 წლის 4 მაისამდე ვებგვერდზე www.wingsforlifeworldrun.com. საქართველოში მონაწილეობის ღირებულებაა 30 ლარი. ღონისძიებიდან შემოსული თანხა კვლავ სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც აფინანსებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. Wings for Life და Red Bull-ის საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს შეგროვებული თანხის Wings for Life-ის ფონდში გადარიცხვას EMS (European Merchant Services) საგადასახადო სისტემის გავლით.

მსოფლიო რბენაში მონაწილეების აქტიური ჩართულობა და ყოველ წელს ღონისძიების პოპულარობის გაზრდა, სხვა გარემოებებთან ერთად, მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩების დამსახურებაც არის. ისინი მსოფლიო რბენის პროექტს ხალხის ყურადღების მიპყრობაში ეხმარებიან.

საქართველოში კეთილი ნების ელჩები არიან ცნობილი სპორტსმენები: სეულის ოლიმპიადის პრიზიორი სირბილში მაია აზარაშვილი (ამავდროულად ღონისძიების სპორტული დირექტორი), კალათბურთელები კოტე ტუღუში და რეზი როგავა, ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი, 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენი - მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, მრბოლელი მევლუდ მელაძე, მოთხილამურე ივა წიკლაური, მორაგბეები ვასილ ლობჟანიძე და ბაჩო კოლელიშვილი, პარაოლიმპიელი ირმა ხეცურიანი, წყალბურთელი ზუკა რურუა, მოცურავე ჰენრი კუპრაშვილი, მოყვარული მორბენლები თამარ გელაშვილი და გიგა ძულიაშვილი. პროექტში აქტიურად არიან ჩართულნი არა მარტო სპორტსმენები. კეთილი ნების ელჩები არიან: ინტელექტუალი გიორგი ბაქრაძე, მუსიკოსები აჩიკო გულედანი, ნიკა კოჩაროვი და ელენე კალანდაძე, ქირურგი და გადაცემა „ექიმების“ წამყვანი ლევან ხარაშვილი, ნეოროქირურგი ბუბა შალამბერიძე; ცნობილი სახეები ნიკა გრიგოლია, ქეთი ხატიაშვილი, დავით ქაცარავა, ირაკლი კაკაბაძე, ნინუცა მაყაშვილი, მანიკა ასათიანი, მარიამ სანოგო, მირიან ჯეჯელავა, მერაბ დუკაშვილი, ეკა ამირეჯიბი.

”რამდენიმე ფაქტი 2016 წლის მსოფლიო რბენის შესახებ საქართველოში: ფინიშის მანქანის მძღოლია ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე - საქართველოში ყველაზე სწრაფი ადამიანი ყველაზე ნელი მანქანის საჭესთან. საქართველოში სარბენად ჩამოდის ბრაზილიის გამარჯვებული მამაკაცი ხუან პაბლო დე ლიმა კოსტა სალაზარი. მან ბრაზილიაში 52 კილომეტრი გაირბინა. მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი მონაწილე საქართველოში დარბის - 93 წლის შოთა სამუშია. რბენის დასრულების შემდეგ გამართება კონცერტი ქართული მუსიკალური ჯგუფების მონაწილეობით. ლოკაციაზე ორგანიზებული იქნება საბავშო ზონა. სანამ მშობლები ირბენენ, ბავშვების გართობაზე და გახარებაზე „თამაშობანა ზეიმი“ იზრუნებს”, - აცხადებენ ორგანიზატორები.

პროექტი ხორციელდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით.

ღონისძიების ოფიციალური პარტნიორები არიან: წყალი „ბაკურიანი“და East Point - შოპინგის, გართობისა და დასვენების ქალაქი.

ღონისძიების სამედიცინო პარტნიორია „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“.

ღონისძიების მასპინძელია რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაცია კახეთის მხარეში.

პარტნიორები: ქალაქ თბილისის მერია, ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ Outdoor.ge, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრი, ჯეპრა, Aspria Fitness.

მსოფლიო Live ტრანსლაციის პარტნიორია „პირველი არხი“. მედია პარტნიორები: Palitra News, myvideo.ge, რადიო ჯაკო.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია