"კეზერაშვილს ყოფილ თუ მოქმედ მაღალჩინოსნებზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს" - ვინ და რატომ აფარებს ხელს თავდაცვის ექსმინისტრს?

"კეზერაშვილს ყოფილ თუ მოქმედ მაღალჩინოსნებზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს" - ვინ და რატომ აფარებს ხელს თავდაცვის ექსმინისტრს?

კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრი იყო აგვისტოს ომის დროს, ამ ომში კი ქართველები სამარცხვინოდ დავმარცხდით. დამარცხების გარდა, საკუთარი მოქალაქეების წინაშე დანაშაულიც ჩავიდინეთ და მტერთან ბრძოლისას ბედის ანაბარა დავტოვეთ. თავდაცვის მინისტრს ამაზე პასუხი არ უნდა ეგო?! არ გამოვრიცხავ, კეზერაშვილზე ხელის დაფარება იმითაც არის განპირობებული, რომ მას ყოფილ თუ მოქმედ მაღალჩინოსნებზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს

თუ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსის, დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე დიდ ბრიტანეთში ვესტმინისტერის სასამართლომ საქართველოს პროკურატურას უარი უთხრა, ქართულმა­ მხარემ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა არ გამოიყენა და მის ძალაში შესვლას­ მშვიდად დაელოდა. დავით კეზერაშვილის ადვოკატმა შოთა მინდელმა კი გადაწყვეტილება სასამართლოში მტკიცებულებად წარადგინა და მოსამართლე ნინო ელიაშვილს შუამდგომლობით მიმართა, რათა ბრალდების საქმეს,­ რომელიც დავით კეზერაშვილის მიერ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ეხება, მტკიცებულებად დაერთოს. მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრიტანეთის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეს მტკიცებულებად დაურთო. პროკურატურის უმოქმედობაზე "კვირის პალიტრას" უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ესაუბრა:

- ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პროკურატურა დიდი ხნის წინ დადგმულ სცენარს დღესაც წარმატ­ებით ათამაშებს - არ არსებობს ნება, რომ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს დანაშაულებისთვის პასუხი აგებინონ. თუ ადრე ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ პროკურორები გამოუცდელობის გამო შეცდომებს უშვებდნენ და ექსტრადირების საკითხიც ამით იყო განპირობებული, დღეს ნათელია, რომ ეს ყველაფერი აბსოლუტურად შეგნებულად კეთდება. ეს პროცესი 2013 წელს დაიწყო - პროკურატურა საზოგადოებას უსამართლობასთან შეგუებისკენ მოუწოდებდა, დღეს კი, თურმე, იმასაც მშვიდად უნდა შევხვდეთ, რომ საგამოძიებო უწყებას სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ნებაც კი არ აღმოაჩნდა. ეს დამოკიდებულება უკვე პოლიტიკად ჩამოყალიბდა.

- რა არის ამის მიზეზი, გარიგება?

- გადავხედოთ, რა მოხდა პროკურატ­ურაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ? აბსოლუტურად არაფერი! უწყებაში ისევ ძველი პროკურორები მუშაობენ, რეფორმა კი, რომელიც თითქოს პარლამენტმა და მთავრობამ ერთობლივად დაიწყეს, მხოლოდ მთავარი პროკურორის შერჩევის წესის განსაზღვრით შემოიფარგლა. პროკურატურის საქმიანობის მთავარი არსი და პრინციპი უცვლელი დარჩა - უწყება დარღვევების გამოვლენასა და დამნაშავეების სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას არ ცდილობს, ის მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ამას ემატება ისიც, რომ მართლმსაჯულების სისტემაც გამართულად არ ფუნქციონირებს - შესაბამისად, ქვეყანაში სამართლიანობა უშინაარსო სიტყვად იქცა.

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."