მეჩაიეობიდან მილიარდერობამდე - წარმოშობით ქართველი თურქი ბიზნესმენის გამდიდრების ისტორია

მეჩაიეობიდან მილიარდერობამდე - წარმოშობით ქართველი თურქი ბიზნესმენის გამდიდრების ისტორია

ვინ იცის, რამდენჯერ უფიქრია პატარა თურგაი ჯუნერის, ეს ამოდენა ჩაის ფოთოლი ნეტავ ფულად აქციაო და აუხდა კიდეც...

მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა შორის კიდევ ერთი წარმოშობით ქართველი, თურქეთში მცხოვრები თურგაი ჯინერია. მედიაში მისი ქონების შესახებ განსხვავებული მონაცემები ვრცელდება. ერთი ინფორმაციით, მისი ქონება 7 მილიარდ დოლარად ფასდება, გავლენიანი ამერიკული გამოცემა "ფორბსი" კი მის წილად 1 მილიარდ დოლარს ითვლის.

1956 წელს თურგაი ჯინერი საქართველო-თურქეთის საზღვართან ახლოს, ქალაქ ხოფაში დაიბადა. აქვე გაატარა ბავშვობა. მის მშობლებს ჩაის პლანტაცია ჰქონდათ და პატარა თურგაი ხშირად მიჰყავდათ ჩაის საკრეფად: შრომას ბავშვობიდან მიეჩვიოსო. ისიც არ იზარებდა და მშობლებს მონდომებით ეხმარებიდა. ვინ იცის, რამდენჯერ უფიქრია, ეს ამოდენა ჩაის ფოთოლი ნეტავ ფულად აქციაო და აუხდა კიდეც.

ჯინერის ოჯახმა რიზეში ჩაის პლანტაცია გაყიდა და საცხოვრებლად სტამბოლში გადავიდა. თურგაიმ სტამბოლის უმაღლესი ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლაში განაგრძო სწავლა. სწავლის დამთავრების შემდეგ კი თურქულ ავტოკომპანია "პარსასალიკში" დაიწყო მუშაობა. საქმეს ალღო მალევე აუღო და საკუთარი ბიზნესის წარმოება გადაწყვიტა. 24 წლის იყო, როცა საკუთარი საქმე დაიწყო. ძმასთან ერთად გერმანიიდან მანქანები ჩამოჰყავდა და სტამბოლში ყიდდა. საქმე საკმაოდ მომგებიანი გამოდგა და რაც მთავარია, თურგაის შესანიშნავი ბიზნესალღო აღმოაჩნდა  განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია