ნასამ 1 284 ახალი პლანეტა აღმოაჩინა

ნასამ 1 284 ახალი პლანეტა აღმოაჩინა

ნასა-მ მზის სისტემის გარეთ 1 284 ახალი, ეგზოპლანეტა აღმოაჩინა.

"ეს რაოდენობა ორჯერ აღემატება იმ პლანეტების რიცხვს, რომელიც ტელესკოპ კეპლერის საშუალებით ადრე აღმოვაჩინეთ", - აცხადებს ნასა-ს ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი ელენ სტოფანი.

ანალიზი იმ მონაცემების საფუძველზე ჩატარდა, რომელიც ტელესკოპმა გასული წლის ივლისში მოიპოვა. მაშინ 4 302 პოტენციური პლანეტის იდენტიფიკაცია მოხდა, საიდანაც 1 284-მა კანდიდატმა პლანეტის სტატუსი მოიპოვა.

"სანამ კეპლერის კოსმოსური ტელესკოპი მუშაობას დაიწყებდა, არ ვიცოდით, გალაქტიკაში ეგზოპლანეტები გავრცელებული იყო, თუ ისინი იშვიათ ობიექტებს წარმოადგენდნენ.

კეპლერის საშუალებით და სამეცნიერო საზოგადოების მუშაობის წყალობით, შევიტყვეთ, რომ სამყაროში სავარაუდოდ, უფრო მეტი პლანეტაა, ვიდრე ვარსკვლავი", - განმარტავს ნასა-ს ასტროფიზიკური განყოფილების დირექტორი პოლ ჰერცი.

1 284 აღმოჩენილი პლანეტიდან დაახლოებით 550-ს ისეთივე მყარი ზედაპირი აქვს, როგორც დედამიწას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია 9 მათგანი ე.წ. "სიცოცხლის ზონაში" მდებარეობს, ანუ ამ პლანეტებზე შესაძლოა, წყალი არსებობდეს. იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს