ლელა მებურიშვილი მეორე შვილს ელოდება: "სექტემბერში ბავშვს გავაჩენ და მზად ვიქნები ახალი პროექტებისთვის"

ლელა მებურიშვილი მეორე შვილს ელოდება: "სექტემბერში ბავშვს გავაჩენ და მზად ვიქნები ახალი პროექტებისთვის"

მსახიობი და ტელეწამყვანი ლელა მებურიშვილი მეორე შვილს ელოდება. ლელას და ბაჩო საგანელიძის პირველი შვილი ალექსადრე ივლისში ორი წლის ხდება, სექტემბერში კი მათ ოჯახს კიდევ ერთი პატარა შეემატება.

- ლელა, საუბარი იმ სასიამოვნო სიახლით დავიწყოთ, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება, მეორე შვილს ელოდებით... გინდოდათ უკვე, კიდევ ერთი პატარა გყოლოდათ, თუ ეს დაუგეგმავად მოხდა?

- საერთოდ ვფიქრობდი ხოლმე, რომ ბავშვებს შორის განსხვავება 4 წელი მაინც უნდა ყოფილიყო, ამ დროს უკვე უფროსი ბაღში ივლიდა და მეორეს გაჩენისთვის ეს კარგი პერიოდი იქნებოდა. ზოგადად, ფეხმძიმობა ჩემს პროფესიაში პასიურ პერიოდთანაა დაკავშირებული, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე ჩემს საქმიანობაში ორსულობა არანაირად არ მიშლიდა ხელს, გადავწყვიტე, მეორე გამეჩინა, მინდოდა უკვე, მეორე შვილი მყოლოდა. ორსულობისას ყველაზე რთული ჩემთვის გადაღებები იყო, მაგრამ სერიალიდან წამოვედი, ტელევიზიაში აქტიურად ვარ დაკავებული, თეატრში სულ ახლახან მქონდა პრემიერა, ორსულობის 7 თვემდე მაინც ვთამაშობ ხოლმე სპექტაკლებში. "დღის შოუშიც" ჩვეულებრივად ვაგრძელებ მუშაობას, ანუ ვაკეთებ იმ საქმეებს, რაც ფეხმძიმობასთან თავსებადია და პრობლემას არ წარმოადგენს. სექტემბერში უკვე ბავშვს გავაჩენ და ამასთან ერთად მზად ვიქნები ახალი პროექტებისთვის.

- პირველი შვილი ამერიკაში გააჩინეთ, ამჯერად რას გეგმავთ, საქართველოში აპირებთ მშობიარობას?

- არ ვიცი, ჯერ არ გადამიწყვეტია. ალექსანდრეზე ისე აეწყო ყველაფერი, რომ თავისთავად მოხდა ჩემი იქ მშობიარობა. ზაფხულის პერიოდს დაემთხვა ორსულობის ბოლო თვეები, მეგობრები იყვნენ ამერიკაში და გვთხოვდნენ, ჩავსულიყავით. გავემგზავრეთ და კარგი ვქენით, ყველა ერთად ვიყავით და კარგად მახსენდება ის დრო.

- ბავშვის სქესი თუ იცით? განაგრძეთ კითხვა

ბოლივუდის ლეგენდარული მსახიობი ირფან ხანი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა

"ელჩმა ურუგვაი-არგენტინის საზღვარი გაახსნევინა ჩვენთვის" - ნანი ბრეგვაძის შვილიშვილმა და რძალმა სამშობლოში დასაბრუნებლად, კორონავირუსის გამო ნახევარი მსოფლიო გაიარეს

ტყუპზე ორსული ია ჩანტლაძე იტალიელ ქმარს კორონავირუსმა დააშორა - "ველოდებით საზღვრების გახსნას, რომ ისევ შევძლოთ ერთად ყოფნა"