ჯერჯერობით ახალი პარტიის შექმნას არ ვაპირებ - ირაკლი ღარიბაშვილი

ჯერჯერობით ახალი პარტიის შექმნას არ ვაპირებ - ირაკლი ღარიბაშვილი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშცილი "ქართული ოცნების" სიაში არ იქნება, თუმცა პარტიას მხარდაჭერას უცხადებს.

როგორც ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერჯერობით, ახალი პარტიის შექმნას არ აპირებს.

"როგორც ყოფილი პრემიერი და როგორც "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარე მზად ვარ, თუკი გუნდს დასჭირდება, მხარში დავუდგე არჩევნების განმავლობაში. სიაში არ ვიქბები, რადგან პარტიის თავმჯდომარე ვიყავი. მინდა წარმატება ვუსურვო ახალ გუნდს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქით, არჩევნებში "ქართული ოცნების" მხარდაჭეერას აპირებს და სხვა რომელიმე პარტიასთან თანამშრომლობას გამორიცხავს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."