ხმელთაშუა ზღვაში EgyptAir-ის სამგზავრო ლაინერის ფრაგმენტები და მგზავრთა პირადი ნივთები აღმოაჩინეს

ხმელთაშუა ზღვაში EgyptAir-ის სამგზავრო ლაინერის ფრაგმენტები და მგზავრთა პირადი ნივთები აღმოაჩინეს

ხმელთაშუა ზღვაში ავიაკომპანია EgyptAir-ის სამგზავრო ლაინერის, А320-ის ფრაგმენტები და მგზავრთა პირადი ნივთები აღმოაჩინეს. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ამის შესახებ ეგვიპტის სამხედრო-საზღვაო ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გაუჩინარებული ლაინერის ნამსხვრევები აღმოჩენილია ეგვიპტის სანაპიროებიდან 290 კილომეტრში, ქალაქ ალექსანდრიიდან ჩრდილოეთით.

ხმელთაშუა ზღვაში სამძებრო ოპერაცია გუშინდელი დღიდან მიმდინარეობდა და მასში ეგვიპტის, საბერძნეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, კვიპროსის, იტალიისა და აშშ-ის ხომალდები მონაწილეობდნენ.

თვითმფრინავი А320, რომელიც რეისს პარიზიდან კაიროში ასრულებდა, გუშინ, ეგვიპტის საჰაერო სივრცის გადაკვეთის შემდეგ რადარებიდან გაქრა.

ბორტზე 66 ადამიანი - ეკიპაჟის 10 წევრი და 56 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ეგვიპტის 30, საფრანგეთის 15 და კიდევ 10 სახელმწიფოს მოქალაქე.

როგორც გუშინ ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა შარიფ ფათჰიმ განაცხადა, კატასტროფის ერთ-ერთი ყველაზე სავარაუდო მიზეზი ტერაქტია, თუმცა ხელისუფლება სხვა ვერსიებს არ გამორიცხავს.

აშშ-ის გამოძიებათა ფედერალური ბიუროს ცნობით, პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა