საქართველოს ხელისუფლება - "დავაყენეთ მოთხოვნა, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე"

საქართველოს ხელისუფლება - "დავაყენეთ მოთხოვნა, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე"

გალში, გაერო-ს ოფისში გამართული, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ხუთმხრივი შეხვედრა დასრულდა.

როგორც ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ განუცხადა, ქართულმა მხარემ შეხვედრაზე მოითხოვა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული პირი ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს.

"შეხვედრა საკმაოდ კონსტრუქციულ და მშვიდ ვითარებაში წარიმართა. საუბარი შეეხო ხურჩაში მომხდარ მკვლელობის ფაქტს. ჩვენ დავაყენეთ მოთხოვნა, რომ მკვლელი წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე და საკუთარ თავზე გამოსცადოს ქართული მართლმსაჯულების ძალა", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ამასთან, ბერაიას ინფორმაციით, მომდევნო შეხვედრა გალში 6 ივლისს გაიმართება, თუმცა მისივე ინფორმაციით, მანამდე - ივნისში დაგეგმილია ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელზეც ასევე იქნება განხილული ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ