მილიარდერი, რომელიც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს

მილიარდერი, რომელიც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს

15 წლის განმავლობაში მისი ქველმოქმედების შესახებ არავისთვის იყო ცნობილი, ამერიკაში კი წლების განმავლობაში არ იცოდნენ, რომ ქვეყანას ერთით მეტი მილიარდერი ჰყავდა.

Duty Free-ის დამაარსებლის, 84 წლის მილიარდერი ჩაკ ფინის "აღმოჩენა" იოლი საქმე მართლაც არ იყო, რადგან მას არ აქვს საკუთარი სახლი, არ ჰყავს საკუთარი მანქანა, ხშირად მგზავრობს მეტროთი, ზოგჯერ ტაქსითაც, არასდროს მჯდარა ბიზნეს კლასში, მდიდრულ და ელიტრულ რესტორნებს პატარა, მყუდრო საკვებ ობიექტებს ამჯობინებს, მის გარდერობში არ მოიძებნება არცერთი ცნობილი დიზაინერის სამოსი, მისი საყვარელი მაჯის საათი კი არც მეტი, არც ნაკლები 15 დოლარი ღირს. სინამდვილეში კი ამერიკელი მილიარდერის ქველმოქმედების ისტორია აბსოლუტურად უნიკალურია - ბოლო 32 წლის განმავლობაში Duty Free-ის დამაარსებელმა ქველმოქმედებისთვის 6,5 მილიარდი დოლარი გაიღო. ფინის მილიარდები განათლების, ჯანდაცვის, მეცნიერების სფეროს, აშშ-ს, ვიეტნამის, ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის, ირლანდიისა და ბერმუდის კუნძულებზე არსებულ მოხუცთა სახლების დაფინანსებას მოხმარდა. თუმცა, ის ამაზე გაჩერებას არ აპირებს - 2016 წლისთვის დარჩენილი ქონების - 1,3 მილიარდისგან "გათავისუფლებასაც" გეგმავს, 2020 წელს კი, როცა ამერიკელი ფილანთროპი 90 წელს მიაღწევს, მისი საქველმოქმედო ფონდი, 1982 წელს დაარსებული The Atlantic Philanthropies-ი საქმიანობას ოფიციალურად დაასრულებს.

"ფინი იდეალური პიროვნებაა, რომელსაც უნდა მიბაძო. ის საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება სიკეთის კეთება სიცოცხლეშიც. ეს ადამიანი არ ელოდება სიკვდილს, რათა გაიღოს ყველაფერი, რაც მას ეკუთვნის", - ბილ გეითსი.

ოფიციალურად ჩაკ ფინი ამერიკელ მილიარდერებს შორის 1988 წელს დასახელდა, როდესაც ჟურნალმა "ფორბსმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ახალი მილიარდერი" აღმოაჩინა და Duty Free-ის დამაარსებელი ყველაზე მდიდარი ამერიკელების რეიტინგში 31-ე პოზიციაზე დაასახელა. 2012 წელს კი ამავე ჟურნალმა ჩაკ ფინის უწოდა ადამიანი, რომელმაც წმინდა პატრიკის შემდეგ ირლანდიისთვის იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე სხვა ნებისმიერმა. 1997 წელს კი "ნიუ იორკ თაიმსმა" ნათელი მოჰფინა ჩრდილში მყოფი ფილანთროპის ფარულ ქველმოქმედებას - ამერიკული გამოცემის ჟურნალისტმა იუდით მილერმა სტატია "მან 600 მილიონი დოლარი გაიღო ისე, რომ არავინ იცოდა" გამოაქვეყნა, რომელმაც მილიონობით მკითხველი გააოცა... განაგრძეთ კითხვა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა