"ყოვლად გაუმართლებელია სახელმწიფოს დაზიანებული, შელახული დროშის ფრიალი"- გოგა ჩანადირი

"ყოვლად გაუმართლებელია სახელმწიფოს დაზიანებული, შელახული დროშის ფრიალი"- გოგა ჩანადირი

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ცაგერის სოფელ ორბელში, გზისპირა უსახელო ციხეზე აღმართულ დაზიანებული დროშის ფოტოს აქვეყნებს.

"ყოვლად გაუმართლებელია სახელმწიფოს დაზიანებული, შელახული დროშის ფრიალი.

ეს მძიმე სურათი ამ წუთებში ცაგერის სოფელ ორბელში, გზისპირა უსახელო ციხეზე დამხვდა.

იქნებ მეტი პატივისცემა გამოვიჩინოთ ეროვნული სიმბოლოების მიმართ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა იესოსა და ოთხი მახორობლის სიმბოლური გამოხატულებაა.

ორგანული კანონი სახელმწიფო დროშის შესახებ (5.2) დაზიანებული დროშის ფრიალს კრძალავს.

დროშის დაცემა, დაზიანება, შეურაცხყოფა სახელმწიფოსა და ერს ჩრდილს აყენებს"- წერს გოგა ჩანადირი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს