ლაგოდეხის მთებში მაშველებმა კიდევ ერთი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ლაგოდეხის მთებში მაშველებმა კიდევ ერთი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ლაგოდეხის მთებში მაშველებმა კიდევ ერთი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ამბები.გე-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

მათი ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარს, იდენტიფიკაციის დადგენის მიზნით, ექსპერტიზა უტარდება.

შესაძლოა გარდაცვლილი სამი თვის წინ გაუჩინარებულ მონადირეებიდან ერთ-ერთი იყოს.

შეგახსენებთ, ლაგოდეხში ოთხი მონადირე სანადიროდ 28 დეკემბერს გავიდა. ერთი მათგანი სამი დღის შემდეგ დაბრუნდა ოჯახში, დანარჩენებს კი ეძებდნენ. ერთ-ერთი დაკარგული მონადირის ცხედარი მაშველებმა რამდენიმე დღის წინ იპოვეს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია