რომელ ასაკში შეიძლება გამდიდრდეთ - ამას თქვენი ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს

რომელ ასაკში შეიძლება გამდიდრდეთ - ამას თქვენი ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს

ადამიანის ცხოვრებაში ფინანსური წარმატებისა და აღმასვლის წლების გამოთვლა ასტროლოგიის მეშვეობით სავსებით შესაძლებელია, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მოვლენის. თუმცა, გათვლა ერთია და თავად პიროვნების მონდომება - მეორე. შესაბამისად, პროგნოზები პროგნოზებად რჩება, თუკი თავად ინდივიდი არ ცდილობს ფეხი აუწყოს რეალობას და თავადაც არ აქვს სურვილი განვითარდეს.

მატერიალური დოვლათის შეძენის და გამომუშავების გზები კი ყოველი ჩვენგანისთვის ინდივიდუალური შეიძლება იყოს. ინდივიდუალურია ასევე ფულის შოვნის ასაკი და სავარაუდო ქონების ოდენობაც. იმის მიხედვით კი თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით მოევლინეთ ქვეყანას, მხოლოდ ზოგადი პროგნოზის გაკეთება შეიძლება.

ასე მაგალითად, ვერძისთვის ფინანსური წინსვლის საუკეთესო ასაკად 18-27 და 43-51 წლები სახელდება. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები აქტიურად ცდილობენ სასიცოცხლო მინიმუმის გამომუშავებას უკვე პატარა ასაკიდან. თუმცა, 27 წლის მერე ზედმეტი თავდაჯერებულობის გამო, ზოგიერთი ხშირად კარგავს კაპიტალს. პოზიციების გამყარება კი მხოლოდ გონივრული ეკონომიის შედეგად ხდება 43-51 წლებს შორის.

კუროებისთვის ასტროლოგები ფინანსურად აქტიურ ასაკად 25-30 და 38-45 წლების ზღვარს მოიაზრებენ. კუროს ფული უყვარს ეს არავისთვისაა საიდუმლო. თუმცა, 38 წლისკენ იგი ხშირად იცვლის ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს, შესაბამისად, ხელახლა უწევს საკუთარი ფინანსური პირამიდის შენება.

ტყუპის ზოდიაქოს კარგი მატერიალური წინსვლის პერიოდი 19-30 და 48-55 წლებს შორის უდგას. სწორედ ამ ასაკობრივ სარტყელში ხასიათდებიან ტყუპი განსაკუთრებული ენერგიულობით, იპტიმიზმითა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით. თუმცა, ზუსტად 48 წლის შემდეგ ხდება მათი საბოლოო "დაღვინება" და შემოსავლის დიდი ნაწილსაც სტაბილურად აბანდებს სხვადასხვა ბიზნესში.

კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულისთვის ფინანსური აღმასვლის წლები 30-34 წლის ასაკს შორის მერყეობს. ზუსტად ამ პერიოდში ახერხებენ ისინი საუკეთესო მატერიალური ბაზის შექმნას, თუ ამ პერიოდს გადასცდა კირჩხიბის წინსვლა ფინანსური კუთხით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ოდესმე იგი დიდი ფულის პატრონი გახდება... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს