"ნუ აუვლით გვერდს, თუ ფული არ გექნებათ, ისე მაინც გამოელაპარაკეთ..." - ემოციური ფოტო-ისტორია ფეისბუქიდან

"ნუ აუვლით გვერდს, თუ ფული არ გექნებათ, ისე მაინც გამოელაპარაკეთ..." - ემოციური ფოტო-ისტორია ფეისბუქიდან

სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი, რომელმაც გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად რამდენიმე თვის წინ სოციალური კამპანია წამოიწყო, სოციალურ ქსელებში გმირად იქცა. 29 წლის ახალგაზრდამ თავდაპირველად "ტაქსისტობა" დაიწყო ღამის თბილისში და შეგროვილ ფულს უპოვარი ადამიანებითვის საჭმლის შეძენას ახმარდა.

მოგვიანებით, მისმა წამოწყებულმა სოციალურმა ექსპერიმენტმა მთელი "ფეისბუქი" მოიცვა და დედაქალაქის ქუჩებში გადაინაცვლა. ახლა აკა მეგობრების დახმარებით კონკრეტულ ადამიანებს ეძებს და მათ დახმარებას ცდილობს.

მისი მორიგი ისტორიის გმირი მიუსაფარი ბიჭუნა სიმონია, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე ითხოვს მოწყალებას. აი, ფოტო-ისტორიაც აკა სინჯიკაშვილის ფეისბუქის გვერდიდან:

"ამ ბავშვს სიმონი ჰქვია, ჭავჭავაძეზე იპოვით 24 ნომერთან, არაფრით არ გამოგართმევთ არც ფულს, არც საჭმელს და არც არაფერს. სიმონს შეუძლია პატარა ნახატი დაგახატოთ ფლომასტერით ხელზე და ერთ ლარს გამოგართმევთ ამაში.

ფოტოზე მისი ნახატების კოლექციას ხედავთ. მეტი არ დამეტია ტანზე და სულ გახდა შემრცხვა. ნუ აუვლით გვერდს უხმოდ, თუ ფული არ გექნებათ, ისე მაინც გამოელაპარაკეთ, ძალიან უხარია... ჩვენგან ახალი ფლომასტერებიც აქვს უკვე და გელოდებათ! მადლობა ყველას ვინ ფულს მირიცხავთ რომ ეს ადამიანები გავახაროთ. ბოდიშს ვიხდი უშნო ნუდისთვის" - წერს აკა ფეისბუქის პირად გვერდზე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს