NASA მინი მთვარის არსებობას ადასტურებს

NASA მინი მთვარის არსებობას ადასტურებს

NASA-მ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ შესაძლოა, მთვარეს თავისი კომპანიონი, მინი მთვარე ყავდეს. აღმოჩნდა, რომ "მეორე მთვარე", ასტეროიდი 2016HO3 ამჟამად დედამიწასთან "მცირე ცეკვითაა" გართული და ეს ცეკვა უკვე საუკუნეა გრძელდება. ქვის ორბიტა ძალზედ ოვალურია, რაც მას 100-ჯერ უფრო აშორებს დედამიწისგან, ვიდრე მთვარეა ჩვენი პლანეტისგან დაშორებული.

HO3 მზეს გარს 365.93 დღეში უვლის, რაც ცოტათი აღემატება დედამიწის მიერ მზის წრეზე შემოვლის დროის მანძილს, 365.24 დღეს. თავის ოვალური ზედაპირის მქონე ორბიტის გამო, ის უფრო ახლოსაა მზესთან და დედამიწაზე მცირედით სწრაფად მოძრაობს. ის არასოდეს მოახლოებია დედამიწას 14 მილიონ კილომეტრზე ახლოს, ხოლო მაქსიმალური დაშორება პლანეტისგან 40 მილიონი კილომეტრია დაფიქსირებული.

ნასაში აცხადებენ, რომ მინი მთვარე 36.5 მეტრია განივად და ორბიტაზე იქნება კიდევ რამდენიმე საუკუნის მანძილზე. ასტრონომებმა მინი მთვარე პირველად 27 აპრილს შენიშნეს ჰავაიში, ჰალეაკალაში არსებული ტელესკოპით.

მომზადებულია futurism.com-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს