როგორ იცავს მარკ ცუკერბერგი პირად ლეპტოპს ჰაკერებისგან - ფოტომ ფეისბუქში ვნებათაღელვა გამოიწვია

როგორ იცავს მარკ ცუკერბერგი პირად ლეპტოპს ჰაკერებისგან - ფოტომ ფეისბუქში ვნებათაღელვა გამოიწვია

"ფეისბუქის" შემქმნელი მარკ ცუკერბერგი, როგორც ჩანს, სერიოზულად ღელავს ჰაკერებზე. ფოტო, რომელმაც სოციალური ქსელის მომხმარებლებში ვნებათაღელვა გამოიწვია, ცუკერბერგმა პირად გვერდზე 21 ივნისს განათავსა. ფოტოთი მან ინსტაგრამზე თვეში 500 მილიონი მომხმარებლის აქტივობა აღნიშნა, თუმცა კადრში უფრო მეტი რამის შემჩნევაც შეიძლებოდა - ფოტოზე ჩანს ცუკერბერგის ლეპტოპი, რომლის კამერა და აუდიოპორტი "სკოჩითაა" დაფარული.

ფოტოზე ამის შემჩნევა მალევე მოახერხეს სოციალური მედიის მომხმარებლებმა. მოარული ხმებით, ძლიერ ჰაკერებს შეუძლიათ კამერის გამოყენება თუ ის არ არის დაფარული. როგორც ჩანს ამის აღკვეთას ცდილობს 35.7 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონების მფლობელი ცუკერბერგი.

ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც ბიზნესმენი უსაფრთხოების ზომებს იღებს. თებერვალში მან სერიოზულად გაამკაცრა პირადი დაცვა მას შემდეგ, რაც "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერების მუქარები გაისმა მისი მისამართით. ცუკერბერგს, მის ცოლს და შვილს სულ მცირე 16 კაცი იცავს ხოლმე კალიფორნიაში მდებარე შვიდ მილიონიან სახლში.

ხუთი წლის მანძილზე, 31 წლის ცუკერბერგმა თავის და ოჯახის დაცვისათვის 16 მილიონი დოლარი დახარჯა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება