როგორ ცხოვრობს ადამიანი, რომელსაც მთელი საქართველო ეძებდა?

როგორ ცხოვრობს ადამიანი, რომელსაც მთელი საქართველო ეძებდა?

რამდენიმე თვის წინ, ფერადი და ცნობადი სახეებით დამშვენებული ბილბორდების ნაცვლად, დედაქალაქის ქუჩებში ბანერებზე ფოტორობოტები გამოჩნდა.

როგორც პლაკატიდან ირკვეოდა, "ნიკორა" სუპერმარკეტი პირველ მომხმარებელს ეძებდა. უცნობი ადამიანის საპოვნელად ვირუსულ კამპანიაში მთელი ქალაქი ჩაერთო. რამდენიმე კვირიანი ძიების შემდეგ, "ძებნილიც" გამოჩნდა. "ნიკორას" პირველი მომხმარებელი გიგა გოდერძიშვილი აღმოჩნდა. მან პირველი შენაძენი 16 წლის წინ, ბახტრიონზე მდებარე "ნიკორას" სუპერმარკეტში გააკეთა.

ეს კამპანია "ნიკორა" სუპერმარკეტის ახალი პროდუქტის, დაგროვებითი ბარათის საპრომოციოდ დაიგეგმა და განხორციელდა. პირველი მომხმარებელი დაგროვებითი ბარათის პირველი მფლობელიც გახდა. "ნიკორამ" მას საჩუქრად ერთი მილიონი ქულა გადასცა, რაც ეროვნულ ვალუტაში 10 000 ლარის ექვივალენტია. რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც ქალაქში საკუთარ გარეგნობაზე შექმნილი ფოტორობოტები იხილა, როგორ მოახდინა იდენტიფიცირება, როგორ შეხვდა გამარჯვებას, რას ეუბნება მათ, ვისაც კამპანიის ნამდვილობაში ეჭვი ეპარება და როგორ ცხოვრობს ადამიანი, რომელსაც მთელი საქართველო ეძებდა.

AMBEBI.GE გიგა გოდერძიშვილს ესაუბრა:

- ბატონო გიგა, თქვენს შესახებ გვიამბეთ, რას საქმიანობთ, როგორ ცხოვრობთ? რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, წარსულში წარმატებული მოცურავე იყავით...

- დიახ, ვიყავი საქართველოს ცურვის ნაკრების კაპიტანი, საქართველოს რეკორდსმენი და მრავალგზის ჩემპიონი ცურვაში. მყავს მეუღლე ნათია ცინცაძე და ორი შვილი, ასევე 4 წლის შვილიშვილი. ვმუშაობ მერიის გამწვანების სამსახურში. კმაყოფილი ვარ, 60 წლის კაცს ჯერჯერობით სამსახური მაქვს, საქმეს გულით და სულით ვეკიდები, რომ შევინარჩუნო. მით უმეტეს, თბილისი ჩემი ქალაქია, გამწვანებაა და სიკეთე კეთდება ხალხისთვის. გამწვანება და ჰაერი როგორც პატარებისთვის, ისე დიდებისთვის აუცილებელია.

- სად და როგორ შეიტყვეთ ვირუსული კამპანიის შესახებ, როცა ერთ დღეს აღმოაჩინეთ, რომ მთელი ქალაქი გეძებდათ?

- მაღაზიის გახსნის პირველი დღიდან დღემდე "ნიკორას" მომხმარებელი ვარ. როდესაც ფოტორობოტი ვნახე, ეჭვი შემეპარა, რომ მე ვიყავი, მაგრამ მთავარი ვიდეო იყო, სადაც ქალბატონი ლენა (პირველი სუპერმარკეტის გამყიდველი) საუბრობდა. მას ვიცნობდი. ვიდეოში ქალბატონი ლენა მხატვართან ერთად აცხადებდა, რომ პირველ მომხმარებელს ეძებდნენ. აქედან მივხვდი, რომ ქალბატონი ლენა ის ადამიანი იყო, რომელთანაც ხშირად ვვაჭრობდი. ამის შემდეგ შევავსე და გავაგზავნე კითხვარი.

- ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა თუ მიგამსგავსეს ქალაქში გამოჩენილ ფოტორობოტს?

- პირდაპირ მიმსგავსება რთული იყო, რადგან ფოტორობოტი შეიქმნა მოყოლით, მხატვრის მიერ ადამიანის დაბერებით. ვინც იცოდა, რომ სულ "ნიკორაში" ვვაჭრობდი, ოჯახის წევრებმა, ჩემი შვილების მეგობრებმა, მათ ასე დააკავშირეს ერთმანეთს კამპანია და ჩემი საკითხი. ზოგი რას წერდა, ზოგი რას...

- დიახ, საზოგადოების ნაწილში უნდობლობა გაჩნდა, რას ეტყოდით იმ ადამინებს, ვისაც ეჭვი შეეპარა, რომ თქვენ ნამდვილად პირველი მომხმარებელი ხართ?

- ნამდვილად ასეა და ეს იციან ახლობლებმა, ოჯახის წევრებმა, საძმაკაცომ... მე წლებია, ნიკორას მომხმარებელი ვარ - ქალბატონ ლენას ვიცნობდი და ისიც მცნობდა, როგორც მომხმარებელს... მართალია ერთმანეთის სახელი/გვარი არცერთმა არ ვიცოდით, მაგრამ არაერთხელ მივსალმებივართ მაღაზიაში ერთმანეთს. ქ-ნი ლენა წლებია "ნიკორაში" აღარ მუშაობს, შეიცვალა სუპერმარკეტის პერსონალიც და რა გასაკვირია, რომ კონტაქტი დაიკარგა?! ამიტომ, ბუნებრივია, რთული იყო ამხელა ქალაქში ჩემი მოძებნა. სწორედ აქედან გამომდინარე გადაწყდა ფოტორობოტის გამოყენება.

საზოგადოების რაღაც ნაწილში ყოველთვის იქნება უნდობლობა, რაც არ უნდა გაკეთდეს. როდესაც ადამიანი ლატარიაში იგებს, მაშინაც არ ჯერათ. ალბათ ქართული მენტალობაა, მაგრამ ფაქტი ასეთია. როდესაც აქცია დასრულდა, "ნიკორამ" "რედისონში" დიდი მიღება გამართა, სადაც დაგროვებითი ბარათი ოფიციალურად გადმომეცა. იქ იყო მიღება, სადაც დამფუძნებლები გავიცანი. მე ძალიან კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ კომპანიის წარმომადგენლები უფრო კმაყოფილები იყვნენ, რადგან იპოვეს ერთგული მომხმარებელი, რომელმაც ვაჭრობა 16 წლის წინ დაიწყო და არ იცოდა რა მოხდებოდა.

- თუ გახსოვთ 16 წლის წინ, "ნიკორაში" სტუმრობის პირველ დღეს რა შეიძნეთ?

- როგორ არა - კარგად მახსოვს... თავდაპირველად, ბახტრიონზე "ნიკორას" სულ პატარა ჯიხური დადგეს - ჩავუარე და დამაინტერესა რა იყო... რამდენიმე დღეში პროდუქციაც შემოიტანეს და გაიხსნა კიდეც. პირველი რაც დამამახსოვრდა და გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარა ძეხვეულის საოცარი სურნელი იყო - რა თქმა უნდა, იმანაც დიდი როლი ითამაშა, რომ ბრენდი ადგილობრივი გახლდათ. მოკლედ, ცოტაოდენი მოხარშული ძეხვი და ივერია სოსისი შევიძინე - გასასინჯად... მოგვეწონა ოჯახში... 3-5 დღის მერე კიდევ მივედი და მას შემდეგ კვირა ისე არ გავა, გზად ნიკორას სუპერმარკეტში არ შევიარო. შეიცვალა პერსონალი, დაიხვეწა მომსახურება, გაფართოვდა სავაჭრო ობიექტი და პროდუქციის ასორტიმენტი - თუმცა ის გემო და სურნელი, რამაც ნიკორაში პირველად მიმიყვანა, კვლავ უცვლელია!

- რა რეაქცია გქონდათ, როდესაც გამარჯვების შესახებ შეიტყვეთ?

- როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ გამარჯვებული ვიყავი, თავიდან მართალი გითხრათ, ეს დაუჯერებელი იყო. ცხოვრებაში არაფერი მომიგია, ლატარიაში ორ ლარიანიც კი. ვიფიქრე, ვინმე მეხუმრებოდა. იმ დღეებში 60 წლის ვხდებოდი და მეგონა მეგობრები მეხუმრებოდნენ. როდესაც კომპანიის წარმომადგენლები შემხვდნენ ეტაპობრივად დავიჯერე. დიდი სიხარული იყო მათთვისაც, რომ მომძებნეს. ეს არის სიმართლე, ზღაპარივით. ძალიან მოხარული ვარ, დიდი შეღავათია, დიდი მადლობელი ვარ. ახლაც მაქვს კომპანიასთან მეგობრული კავშირი, მირეკავენ, მკითხულობენ როგორ ვარ.

- კამპანიის ფარგლებში ჯილდო - დაგროვებითი ბარათი და მასზე დარიცხული მილიონი ქულა გადმოგეცათ, რაც 10 000 ლარის ექვივალენტია.

- მე როგორც ვვაჭრობდი, ისევ ისე განვაგრძობ "ნიკორას" სუპერმარკეტში პროდუქტების შეძენას, მაგრამ ეხლა დაგროვებით ბარათზე დარიცხული ქულების საშუალებით. ეს დღევანდელ დღეს უდიდესი შეღავათია. შვილები, მისი ოჯახი, დედა, ჩემი ძმა, სამეგობრო... საჩუქარი მარტო ჩემი არ არის, საჩუქარი "ნიკორამ" ჩემგან ბევრს გაუკეთა.

ნატალია დადიანი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი