აპირებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი ვანო მერაბიშვილის შეწყალებას - პრეზიდენტის კომენტარი

აპირებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი ვანო მერაბიშვილის შეწყალებას - პრეზიდენტის კომენტარი

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, იმის გამო, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში მისი უფლებების დარღვევა დაადგინა, ეს არ ნიშნავს, რომ ის პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში, გადაცემა "ბარიერში" აღნიშნა, წელს ორმა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ საზოგადოებას საინტერესო პოლიტიკური რეალობა შესთავაზა.

"საინტერესო პოლიტიკურ რეალობაში ვცხოვრობთ. ამ წელს ძირითადი პოლიტიკური ძალები, "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" გვთავაზობს ასეთ პოლიტიკურ რეალობას, რომ ვანო მერაბიშვილი და ლევან მურუსიძე არიან მსხვერპლები. ეს ორი პოლიტიკური პარტია გვთავაზობს საზოგადოებას ასეთ პოლიტიკურ დისკუსიას, რათა ამაზე ვიმსჯელოთ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ ასეთ ვითარებას 4 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა.

"სტრასბურგი ამობობს, რომ მერაბიშვილს რაღაც უფლებები შეელახა. თუ მას უფლებები შეელახა, ეს უნდა იყოს გამოძიებული და იმ ადამიანებმა, ვინც ეს გააკეთა პასუხი უნდა აგონ. ეს არის ერთი თემა და მეორეა შეწყალება. რაზე ვსაუბრობთ დღეს? რა პოზიციითაა ჩამოყალიბებული, რომ მერაბიშვილი უნდა შევიწყალო? იმიტომ, რომ მისი უფლებები შელახა, სავარაუდოდ, არაკვალიფიციურმა სამართალდამცველმა თუ არ ვიცი ვინ, ამიტომ მერაბიშვილი უდანაშაულოა?!", - განაცხადა პრეზიდენტმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."