ჩინეთმა პარკირებაში დამხმარე რობოტი შექმნა

ჩინეთმა პარკირებაში დამხმარე რობოტი შექმნა

სავსებით სავარაუდოა, რომ ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც მსხვილი სასტუმროების ან რესტორნების პარკინგზე მუშაობენ და მანქანის მფლობელებს ავტომობილის დაყენებაში ეხმარებიან, სამსახურის გარეშე დარჩნენ. ჩინეთმა ინოვაციური, პარკირებაში დამხმარე რობოტები გამოიგონა.

რობოტი სრულიად დამოუკიდებლად, ადამიანის ჩარევის გარეშე, ფუნქციონირებს. ის ამწევი პლატფორმისგან, რომელიც სტანდარტულ ავტომანქანაზე უფრო გრძელია და საბურავებისგან შედგება. მას ორ-ნახევარ ტონამდე ტვირთვის გადატანა შეუძლია, რაც მსუბუქი მანქანის წონას გაცილებით აღემატება. რობოტი 1,5 მეტრი/წამში მოძრაობს.

რობოტი ადგილზე ლაზერული ნავიგაციის მეშვეობით ორიენტირდება და თავისუფალ ადგილას მანქანის დაპარკინგებისთვის ორიოდე წუთი სჭირდება.

პარკირებას ცოდნა სჭირდება - ამას ჯერ კიდევ მაშინ ვამტკიცებთ, როდესაც მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდაზე გავდივართ, თუმცა გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაშიც კი აღნიშნული უნარის გამომუშავება გვიჭირს. პარკირებისთვის განკუთვნილი რობოტი დავალებას მილიმეტრების სიზუსტით ასრულებს... განაგრძეთ კითხვა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა