გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტს პარტიის ახალი სახეები წარუდგინა

გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტს პარტიის ახალი სახეები წარუდგინა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტს პარტიის ახალი სახეები წარუდგინა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.

მისი თქმით, მინისტრებისთვის ახალი სახეების უმრავლესობა ცნობილი იყო.

"ახლახან დამთავრდა ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან მინისტრთა კაბინეტის წევრების შეხვედრა. ხვალ, 2 საათზე ზუსტად დასახელდება ეს კანდიდატები. შეხვედრის მიზანი იყო, რომ ჩვენთვის გაეცნო ისინი. მათ აბსოლუტურ უმრავლესობას ვიცნობდით. ვფიქრობ, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილება და თითოეული მათგანი შეძლებს, რომლებიც ძალიან კარგი სპეციალისტები არიან თავიანთი საქმის, მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები შეიტანონ ამ მხრივ", - აღნიშნა მინისტრმა.

რაც შეეხება თავად დავით სერგეენკოს მონაწილეობას არჩევნებში, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის არც პროპორციულ და არც მაჟორიტარულ სიაში არ იქნება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."