NASA-მ "იუნონას" გადაღებული იუპიტერის პირველი ფოტო გამოაქვეყნა

NASA-მ "იუნონას" გადაღებული იუპიტერის პირველი ფოტო გამოაქვეყნა

ამერიკულმა კოსმოსურმა აპარატმა Juno-მ დედამიწაზე იუპიტერის პირველი ფოტო გადმოაგზავნა მას შემდეგ, რაც ის ამ შორეული პლანეტის ორბიტაზე გავიდა. "იუპიტერის პირველი გამოსახულება, რომელიც ზონდმა Juno-მ გადაიღო" - წერს NASA თავის ოფიციალურ ტვიტერ-გვერდზე.

ფოტო გადაღებულია 10 ივლისს. იმ დროს "იუნონა" იუპიტერიდან 4,3 მილიონი კილომეტრით იყო დაშორებული. ფერად ფოტოზე შესაძლებელია იუპიტერის ატმოსფერული წარმონაქმნების დანახვა, მათ შორის დიდი წითელი ლაქის და პლანეტის ოთხიდან სამი მსხვილი თანამგზავრის - იოს, ევროპის და განიმედის.

"პლანეტის პირველი ფოტოების გადაღება მაღალხარისხიანი გამოსახულებით 27 აგვისტოს იქნება შესაძლებელი, როდესაც "იუნონა" იუპიტერს გვერდით ჩაუვლის" - ამბობს პლანეტოლოგიური ინსტიტუტის წარმომადგენელი კენდი ჰენსენი.

ზონდი "იუნონა" კოსმოსში 2011 წლის აგვისტოს გაუშვეს. 2016 წლის 5 ივლისს მთლიანად ავტომატურ რეჟიმში ის გიგანტური პლანეტის ორბიტაზე გავიდა. ზონდი იუპიტერის ორბიტაზე 2018 წლის 20 თებერვლამდე დარჩება.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

რა უნდა მოიმარაგოთ იმ შემთხვევისთვის, თუ კარანტინში ყოფნა მოგიწევთ

როგორ ვიმუშაოთ სახლიდან - რეკომენდაციები მათ, ვინც კორონავირუსის გამო დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა

2020 წლის ივლისისთვის ვირუსი სრულად მართვადი გახდება - ცნობილი რუსი ასტროლოგები კორონავირუსის მიზეზებზე და გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს