"შვილი მყავს დებილი..." - ყველაზე მოკლე და სანიმუშო კონსულტაცია ფსიქოლოგის პრაქტიკიდან

"შვილი მყავს დებილი..." - ყველაზე მოკლე და სანიმუშო კონსულტაცია ფსიქოლოგის პრაქტიკიდან

ეს ამბავი ერთმა ფსიქოლოგმა აღწერა საკუთარი პრაქტიკიდან:

"შემოვიდა ცოლ-ქმარი კონსულტაციაზე. კაცს ეტყობოდა, დიდად არ მოუხაროდა ფსიქოლოგისკენ და არც იყო ეს მისი სტილი, უბრალოდ, ცოლს დაუთმო და ჩანს, პრობლემის გადაჭრის სხვა გზაც ვერ მოძებნა.

- პირველად ვარ ფსიქოლოგთან, - დამნაშავესავით ჩაიბუტბუტა, - ცოლმა დამარწმუნა.

- და? - ვეცადე ეთქვა, "რამ აიძულა" მისთვის ესოდენ უჩვეულო ვიზიტი.

- რა და, შვილი გვყავს... შვილი მყავს, დებილი! – უცებ გამოაცხადა.

- დებილი ფსიქიატრიული დიაგნოზია, - შევუსწორე, - ანუ თქვენი ვაჟი ამ გაგებით არის დებილი?

კაცმა ახლა მე შემხედა, როგორც დებილს. აშკარად ჩათვალა, რომ მეც ვერ ვიყავი ჯანზე. თუმცა უკან არ დაიხია:

- თქვენ ხომ ფსიქოლოგი ხართ? აბა ამიხსენით, რავ ვუყო ჩემს ბიჭს?

- და რა სჭირს თქვენს ბიჭს?

- საზღვრებს ვერ ხედავს, უაზროდ იქცევა. 14 წლისაა და საშინელი ქცევები აქვს.

- მაგალითად?

- მოვდივარ სახლში სამუშაოს მერე. ფეხსაცმელი შუა ოთახში უყრია. ვუყვირი: "ამ ცხოვრებაში რამის გაკეთება მაინც იცი? ფეხსაცმელი მაინც დადე ადგილზე". ასჯერ მითქვამს, მაგრამ მაინც ასე მხვდება, დებილია აბა რა? ყველაფერი იოლად ხვდება ცხოვრებაში და ვერ აცნობიერებს. ტელეფონი დაამტვრია. არ აფასებს. დედას ეუხეშება. სახლში არაფერს აკეთებს. რომ ელაპარაკები, არ გისმენს. არც სირცხვილი აქვს, არც სინდისი. აი, როგორ მოვიქცე, მითხარით. როგორ გამოვნახო მასთან საერთო ენა? არსებობს რაიმე რეცეპტი? განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი