მამამ 17 წლის შვილი გალიაში გამოკეტა და ძაღლის საჭმელს აჭმევდა

მამამ 17 წლის შვილი გალიაში გამოკეტა და ძაღლის საჭმელს აჭმევდა

ნიუ იორკში დააპატიმრეს როლანდო კრუზი, რომელმაც 17 წლის ქალიშვილი სამი დღით გალიაში გამოკეტა მას შემდეგ, რაც აპლიკაცია ”სნეფჩჩეთზე” გოგონას გადაღებული ფოტოები ნახა, სადაც ის ძაღლის იმიჯით პოზირებდა.

17 წლის მონიკა კრუზი თავის საძინებელში, გალიაში გამოკეტილი აღმოაჩინეს. მის მოსანახულებლად ბებია მივიდა, რომლის ზარებსაც გოგონა სამი დღე არ პასუხობდა. ”ჩემი შვილიშვილი ყოველთვის მირეკავს ხოლმე და ვჭორაობთ. კვირაში ერთხელ მაინც მოდის სტუმრად. ვიფიქრე, რომ რაღაც მოხდა, რადგან ტელეფონზე არ მპასუხობდა. მივედი სახლში, მისი მშობლები სამსახურში იყვნენ, ჩემი პატარა გოგონა კი გალიაში დამწყვდეული აღმოვაჩინე” - ყვება ბებია.

გოგონა სამი დღის მანძილზე იყო გალიაში ჩაკეტილი, მამა მას ძაღლის საკვებს აჭმევდა და წყალს ჯამიდან ასმევდა. ”სახლში რომ მოვედი, დედაჩემი დივანზე იჯდა და ტიროდა. მამა საძინებელში იყო. დედამ მითხრა, რომ ჩემზე ილოცებდა და უცებ მამამ ხელი მომკიდა და გალიაში შემაგდო. ვერ ვიჯერებ, რომ მშობლებმა ასეთი რამ გამიკეთეს ”სნეფჩეტის” ფოტოების გამო”, - ყვება გოგონა.

”როლანდო კრუზმა თავის შვილის ფოტოები აღმოაჩინა, სადაც მას სახეზე ისეთი ეფექტი დაედო, რომ ძაღლივით გამოიყურებოდა. მეგობრებში გაიკითხა, რას ნიშნავდა ეს. ბატონ კრუზს არ მოეწონა, რომ მისი შვილი სახალხოდ, ინტერნეტში ძაღლის გარეგნობით დებდა ფოტოებს. ამიტომ გადაწყვიტა რადიკალურ ზომებზე წასულიყო”, - აცხადებს გამომძიებელი.

ცოლ-ქმარი კრუზი დააკავეს და ბავშვის საფრთხეში ჩაგდებასა და აბუჩად აგდებაში დასდეს ბრალი. ”ჩემ შვილს უნდოდა ძაღლს დამსგავსებოდა, ჰოდა, ძაღლივით მოვექეცი”, - განაცხადა გოგონას მამამ.

ამჟამად გოგონა ბებიას გადასცეს მეურვეობისათვის.

მომზადებულია news10live.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს