თურქეთის პრემიერი - სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზე პარლამენტი იმსჯელებს

თურქეთის პრემიერი - სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზე პარლამენტი იმსჯელებს

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ილდირიმ ბინალიმ დაადასტურა, რომ ქვეყნის პარლამენტი სიკვდილით დასჯის შემოღების საკითხზე იმსჯელებს. მანამდე, დასავლეთში არაერთი განცხადება გაკეთდა, რომ თურქეთს, როგორც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანას, უფლება არა აქვს სიკვდილით დასჯა გამოიყენოს.

თურქეთის პრემიერ-მინისტრი კი განმარტავს, რომ ეს არის "ხალხის თხოვნა", რომლის იგნორირებაც ხელისუფლებას არ შეუძლია.

"ამ საკითხზე პარლამენტში იმსჯელებენ", - განაცხადა ბინალი ილდირიმმა.

თურქეთმა სიკვდილით დასჯა 2004 წელს გააუქმა, ბოლოს ქვეყანაში სიკვდილით დასჯის ფაქტი 1984 წელს მოხდა.

თურქეთში, სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობის შემდეგ მმართველი პარტიის დეპუტატებმა გადაწყვიტეს შეიტანონ პარლამენტში დოკუმენტი სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებ, რასაც დასავლითის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.

დღეს ევროკომისარმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ქვეყანა, სადაც სიკვდილით დასჯა არსებობს, ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა