"გვეშინოდა, რომ აღარ შეგვიშვებდნენ დარბაზში" - რა ზარალი მიაყენა თემურ წიკლაურმა თეატრს

"გვეშინოდა, რომ აღარ შეგვიშვებდნენ დარბაზში" - რა ზარალი მიაყენა თემურ წიკლაურმა თეატრს

ემიგრანტ ქალბატონს - ლიგია მუშკუდიანს ჩვენი ჟურნალის ერთგული მკითხველი უკვე იცნობს. მან საზღვარგარეთ არაერთი ქართველი მომღერლის კონცერტს გაუწია ორგანიზება, რითაც სამშობლოდან შორს მყოფ ემიგრანტებს ცხოვრების ერთ დღეს ულამაზებს ხოლმე. ამჯერად, ქალბატონი ლიგია თემურ წიკლაურთან პირველ შეხვედრას იხსენებს და იმ სიურპრიზებზე საუბრობს, რომელიც ძალიან მალე, ემიგრანტებს გულს სითბოთი აუვსებს. წერილის სტილი დაცულია:

"საქართველოს სახალხო არტისტი, ბატონი თემურ წიკლაური იუბილარია. წელს იგი 70 წლის გახდა - აქედან 40 წელი სცენაზე დგას და თავისი არაჩვეულებრივი ხმის ტემბრით, ულამაზესი სიმღერებით დღესაც გვატკბობს. იმ სიმღერებით, რომლებზეც თაობები გაიზარდნენ და დღესაც იზრდებიან; სიმღერებით, რომელსაც დრომ ვერაფერი დააკლო და ვერ გაახუნა. თუმცა, ჩემი აზრით, ამაში ისიც თამაშობს უდიდეს როლს, რომ ბატონი თემურ წიკლაური არის არა მარტო კარგი მომღერალი, არამედ დიდი ქართველი, კარგი მეუღლე, კარგი მამა, კარგი შვილი, კარგი მეგობარი და ბევრი რომ არ გავაგრძელო, კაცი-ლეგენდა. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მასთან რამდენიმეჯერ მომიწია შემოქმედებითმა თანამშრომლობამ და ვამაყობ, რომ მისი მეგობარი მქვია. მინდა, ჩემი და საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების სახელით, თქვენი ჟურნალიდან კიდევ ერთხელ მივულოცო 70 წლის იუბილე და ვუსურვო ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, მზეგრძელობა, მაყურებელთა სიმრავლე და სიყვარული.

ამ წერილის დაწერა გადამაწყვეტინა საიუბილეო კონცერტმა, რომელიც გაიმართა შემოქმედებითი გაერთიანება "ლამარიას" ეგიდით ქალაქ ათენში, ქართველი ემიგრანტებისათვის და მიეძღვნა მისი 70 წლის იუბილეს. გვაქვს სასიამოვნო ინფორმაცია ამერიკასა და გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისათვის, რომელზეც წერილის ბოლოს მოგახსენებთ...

ჩემი და ბატონი თემურ წიკლაურის მეგობრობა დაახლოებით 7 წლის წინ დაიწყო, როდესაც გადავწყვიტე ქალაქ ათენში მომეწყო კონცერტი ქართველი ემიგრანტებისათვის, იდეა კი მამა თეიმურაზ კალანდაძემ მომაწოდა. ერთხელ, წირვის დამთავრების შემდეგ, მან გვერდზე გამიხმო და მითხრა: ლიგია, არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებ ქართველი ემიგრანტებისათვის და თემურ წიკლაურის ჩამოყვანაზე არ გიფიქრია? იცი, რომ უძლიერესი მომღერალია. მის სიმღერებზე თაობები გაიზარდნენ. ის თაობები, რომლებიც აქ, ემიგაციაში იმყოფებიან და დარწმუნებული ვარ, ეს კონცერტი მათთვის უდიდესი საჩუქარი იქნებაო. მამა თეიმურაზს პირობა მივეცი, რომ ამ იდეას აუცილებლად განვახორციელებდი. თუმცა, სახლში წამოსულმა დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ ძალიან დიდ რისკზე მივდიოდი. იმიტომ კი არა, რომ ბატონი თემური კარგად ვერ წარდგებოდა ქართველი ემიგრანტების წინაშე ან მის პროფესიონალიზმში მეპარებოდა ეჭვი. არა, დღემდე იმ აზრისა ვარ, რომ იგი გახლავთ მსოფლიო დონის მომღერალი და საქართველოს მისი სადარი ნამდვილად არ ჰყავს... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი