"თქვენ ხელს უწყობთ მკვლელობებს" - გოგა ჩანადირის მიმართვა ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ

"თქვენ ხელს უწყობთ მკვლელობებს" - გოგა ჩანადირის მიმართვა ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ

ცნობილი ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ქუთაისი-სამტრედიის გზაზე გუშინ მომხდარი ავარიის შემდეგ სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართვას ავრცელებს:

"პარლამენტარებო!

თქვენ ხელს უწყობთ მკვლელობებს

იმიტომ, რომ არაფრით მიიღეთ კანონი, რომელიც საგზაო დარღვევებისთვის ქულების დაკლებას ითვალისწინებს.

თქვენ სასჯელის სირბილით დანაშაულის ჩადენის სურვილს ქმნით.

პრემიმიერ-მინისტრო!

თქვენ ხელს უწყობთ მკვლელობებს, რადგან სათანადოდ არ იაქტიურეთ, რომ ეს კანონი პარლამენტში გაგეტანათ, უზრუნველგეყოთ გარემო, რომელიც საგზაო შემთხვევებს საგრძნობლად შეამცირებდა.

მძღოლებო (განსაკუთრებით მამაკაცები)!

თქვენ ხელს უწყობთ მკვლელობებს, რომ არღვევთ კანონს და გადაჭარბებით მოძრაობთ.

ხშირად ეს მაგარი ბიჭობა გგონიათ.

თუ რამე შეგიძლიათ, გადით რბოლაზე.

გოგონებო!

თქვენ ხელს უწყობებთ მკვლელობებს, როცა აღტაცებაში მოდიხართ გადაჭარბებით მოძრავი მძღოლი მამაკაცების გამო.

გადაჭარბებით მოძრავი მძღოლები კანონს არღვევენ. თუ ამას ხშირად აკეთებენ, ისინი კომპლექსიანები და არარეალიზებულები არიან.

გაგრძელდება ასე?

მაშინ შემდეგი მსხვერპლი შენი შვილი იქნება, შენი ნათესავი იქნება, შენი მეგობარი, მეზობელი ახლობელი იქნება ან შენ იქნები შემდეგი მსხვერპლი!..".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს