"სიყვარული მაშინაა ნამდვილი, როცა მას ახლავს ურთიერთპატივისცემა და თავისუფლება. არაა საჭირო ვინმეს დასაკუთრება. ჩვენი ქმრები და შვილები ნივთები არ არიან"

"სიყვარული მაშინაა ნამდვილი, როცა მას ახლავს ურთიერთპატივისცემა და თავისუფლება. არაა საჭირო ვინმეს დასაკუთრება. ჩვენი ქმრები და შვილები ნივთები არ არიან"

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალბატონად აღიარებული, მსახიობი მონიკა ბელუჩი 1964 წლის 30 სექტემბერს, იტალიის პატარა ქალაქ ჩიტა - დი კასტელოში, მეურნის ოჯახში დაიბადა. მამა სოფლის-მეურნეობას მისდევდა, გოგონას დედა კი მხატვარი იყო.

ხელმომჭირნე ოჯახში გაზრდილმა გოგონამ იცოდა, რომ სწავლის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევდა, მას პატარაობიდანვე იურისტობა უნდოდა და უმაღლეს სასწავლებელშიც ჩააბარა. 16 წლის ის უკვე პოდიუმზე იდგა. როგორც აღმოჩნდა, გლამურული ცხოვრება გოგონას უფრო მოეწონა და ბავშვობის ოცნებაზე უარი თქვა. სამსახურში გადატვირთული გრაფიკის გამო, გოგონამ სწავლას თავი დაანება, როგორც შემდეგ საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ის დამატებით პიცერიაში ოფიციანტადაც მუშაობდა. ამაში ხელს მისი უცხო ენების სიყვარულიც უწყობდა, ბელუჩიმ საფუძვლიანად შეისწავლა ფრანგული და ინგლისური ენები.

1988 წელს მონიკა მილანში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სამოდელო სააგენტო Elite Model Management-თან გააფორა კონტრაქტი, ერთი წლის შემდეგ ის როგორც მილანში, ასევე პარიზსა და ნიუ-იორკში ყველაზე ცნობილი მოდელი გახდა, ის იყო ფრანგული Elle-სა და Dolce & Gabbana-ს სახე.

სამოდელო ბიზნესში წარმატების მიუხედავად, მონიკამ ბედი კინემატოგრაფიაშიც სცადა. ის პირველად იტალიურ ფილმებში ეპიზოდურ როლებში გადაიღეს, პირველი მთავარი როლი კი ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმში შეასრულა. სწორედ მან გაუხსნა გზა მომავალ ვარსკვლავს კინემატოგრაფიაში. ამ პერიოდში გაიცნო მოდელმა ცნობილი მსახიობი ვინსენტ კასელი, დაიწყო მათი რომანიც, რაც ქორწინებით დასრულდა. ჰყავთ ორი გოგონა, ბელუჩი 40 წლის იყო როცა მეორედ დაფეხმძიმდა, ის ორსულობისას ჟურნალებისთვისაც პოზირებდა. კასელთან განქორწინების შემდეგ მონიკა ცდილობს ბევრი დრო დაუთმობს ქალიშვილებს.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება