5 ქვეყანა, რომელსაც ქართველები ყველაზე ხშირად ირჩევენ დასასვენებლად

5 ქვეყანა, რომელსაც ქართველები ყველაზე ხშირად ირჩევენ დასასვენებლად

შვებულებებისა და დასვენების სეზონი აქტიურ ფაზაში შედის და საქართველოს ფარგლებს გარეთ დასვენების მსურველთა რიცხვიც იზრდება.

საქართველოში ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად ირჩევენ დასასვენებლად სხვა ქვეყნის კურორტებს. "ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელიც ყველაზე პოპულარულია ქართველ დამსვენებელს შორის.

თურქეთი

მიუხედავად თურქეთში განვითარებული მოვლენებისა, მეზობელი ქვეყანა წინა წლის მსგავსად, ისევ ლიდერობს. ტურ-ოპერატორთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ თურქეთში, კერძოდ კი ანტალიაში დასვენების მსურველთა პროცენტული მაჩვენებელი 60-დან 80%-მდეა. თურქეთში დასვენების მსურველებს საზღვაო კურორტები, სასტუმროებში არსებული ფასები და მომსახურების დონე, ასევე სავიზო რეჟიმის არარსებობა იზიდავს. როგორც ერთ-ერთი ტურ-ოეპრატორი "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, ანტალიაში დასვენების ღირებულება ერთ ადამიანზე 320 დოლარიდან იწყება და 3000 ლარამდე აღწევს.

"ამ სეზონზე ყველაზე დაბალი ღირებულებაა 320 დოლარი ერთ ადამიანზე. ეს არის ყველაზე დაბალფასიანი სასტუმრო და შედის: ავიაბილეთი ჩარტერული რეისით, ტრანსფერი, 3 ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსება 6 ღამე, სამჯერადი კვება და უფასო სასმელები; ასევე სამოგზაურო დაზღვევა. ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულია სასტუმრო "მაქს როიალი", რომელშიც ერთი ადამიანის 6 დღით დასვენება დაახლოებით 2 800 დოლარი ჯდება", - აღნიშნავს ტურ-ოპერატორი.

ეგვიპტე

საქართველოდან ეგვიპტეში დასვენების მსურველთა რაოდენობაც საკმაოდ დიდია. ამ შემთხვევაშიც, ტურ-ოპერატორების ვარაუდით ქართველ ტურისტებს სავიზო რეჟიმის არარსებობა და დაბალი ფასები იზიდავს.

"არის სასტუმროები, რომელში წასვლის რეკომენდაციას ნამდვილად ვერავის გავუწევთ. ნორმალურ სასტუმროში დასვენება სრული პაკეტით, დაახლოებით 300 დოლარის ფარგლებშია. მაქსიმუმი თანხა - 1500 – 2000 დოლარამდე ადის", - აცხადებს ერთერთი ტურ-ოპერატორი  განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს