NDI-ის კვლევის შედეგები - როგორია წინასაარჩევნოდ მოსახლეობის პოლიტიკური განწყობები

NDI-ის კვლევის შედეგები - როგორია წინასაარჩევნოდ მოსახლეობის პოლიტიკური განწყობები

"ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI) და "CRRC - საქართველომ" მედიას ივნისის საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი წარუდგინა. კვლევის პრეზენტაცია სასტუმრო "რუმს ჰოტელში"გაიმართაა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას; მიიღებდით თუ არა მონაწილეობას არჩევნებში; რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს - გამოკითხულებმა ამ და სხვა კითხვებს უპასუხეს. შედეგები კი ასე გამოიყურება:

გამოკითხულთა 32% იმ ამომრჩევლებიდან, რომლებიც არჩევნებზე წასვლას გეგმავენ და გადაწყვეტილი აქვთ, ვის დაუჭერს მხარს, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, ხოლო 26% - "ნაციონალურ მოძრაობას".

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 10%-მა პასუხზე უარი განაცხადა, 7% - "პატრიოტთა ალიანსს" მისცემდა ხმას, 6%-მა არ იცის, 6%-ხმას მისცემდა მოძრაობას "სახელმწიფო ხალხისათვის, 2% - არც ერთ პარტიას, ხოლო სხვა პარტიებს გამოკითხულთა 11 % მისცემდა ხმას.

რაც შეეხება უშუალოდ შეკითხვას, ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, დადებითი პასუხი რესპონდენტთა 67 %-მა გასცა. 33 %-ს შეადგენს, ვინც სავარაუდოდ არ აპირებს არჩევნებზე წასვლას.

ამავე კვლევის თანახმად, კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 17% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, ხოლო 13% - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".

გამოკითხულთა 38%-მა არ იცის, 14%-მა პასუხზე უარი განაცხადა, 5% არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, 4% - მოძრაობას "სახელმწიფო ხალხისათვის", 3% - "პატრიოტთა ალიანსს", ხოლო სხვა პარტიებს - 7%.

სხვა პარტიებში კი შედიან: "თავისუფალი დემოკრატები", ლეიბორისტული პარტია", "დემოკრატიული მოძრაობა", "გირჩი", რესპუბლიკური პარტია", "თავისუფალი საქართველო", "ქართული პარტია", "ეროვნული ფორუმი", "კონსერვატიული პარტია", "ქართული დასი", "მრეწველები", "მემარცხენე ალლიანსი" და "ახალი მემარჯვენეები".

რაც შეეხება კიდევ ერთ შეკითხვას, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 27%-ის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პოლიტიკური პარტია არ დგას.

გამოკითხულთა 19% აცხადებს, რომ "ქართული ოცნება", 15%-ისთვის - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", არ იცის - 10%-მა. მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისათვის" ყველაზე ახლოს დგას გამოკითხულთა 5%-ისთვის, "პატრიოტთა ალიანსი" - ასევე 5%-თთან. "თავისუფალი დემოკრატები" - 4%-თთან, "ლეიბორისტული პარტია" - ასევე 4%-თან, ხოლო სხვა პარტიები 6 %-თან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."