"ალკოჰოლის გარეშე გართობა არ გამოდის" - რატომ არ სწყალობს ქართულ კურორტებს ნუცა ბუზალაძე

"ალკოჰოლის გარეშე გართობა არ გამოდის" - რატომ არ სწყალობს ქართულ კურორტებს ნუცა ბუზალაძე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე ზაფხუ­ლის ყველაზე ცხელი თვის გატარებას თურქეთის სანაპიროზე გეგმავს. ამბობს, რომ ერთფეროვნება არ უყვარს და ამიტომ, დასასვენებლად დიდი ხნით არასდროს მიდის. არდადეგების გატარება მოსწონს ისეთ ადგილზე, სადაც ნაცნობები და ახლობლები არ შეხვდებიან.

- ნუცა, სად აპირებ ზაფხულის ცხელი დღეების გატარებას?

- ერთი კვირით უკვე ვიყავი თურქეთში. ჩამოვედი იმიტომ, რომ თბილისში რაღაც საქმეები მქონდა. როგორც კი ყველაფერს მოვაგვარებ, ისევ თურქეთში ვაპირებ გამგზავრებას და სავარაუდოდ, აგვისტოს იქ გავატარებ.

- როგორი დასვენება გიყვარს - აქტიური თუ შედარებით პასიური?

- სიმართლე გითხრა, არც ძალიან აქტიური და არც ზედმეტად პასიური დასვენება მიყვარს. ადვილად მბეზრდება მსგავსი სიტუაციები. მრავალფეროვანი დასვენება მხიბლავს. ერთ ადგილზე მხოლოდ რამდენიმე დღით ვჩერდები. ვცდილობ, ჩემი ზაფხული ერთფეროვანი არასდროს იყოს.

- შვებულების დროს შენთვის ყველაზე დიდი კომფორტი რა არის?

- ვჭამო ის, რაც მინდა და ვიყო ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად. გართობა და ხმაურიანი დასვენება მომწონს.

- ხმაურიან დასვენებაში რას გულისხმობ?

- ვგულისხმობ იმას, რომ დილით ადრე გაიღვიძებ - აი, იმ დროს, ჯერ მზეც რომ არ არის ამოსული, მერე ყველას გააღვიძებ და დღეს ენერგიულად დაიწყებ...

- დასვენებისას კვების რაციონს არ აკონტროლებ?

- გემრიელად ჭამა მიყვარს, მაგრამ ხშირად, საკუთარ თავს ვაკონტროლებ. არ მომწონს, წონაში რომ ვიმატებ. ისე, დასვენების დროს ამ მხრივ თავს სრულ თავისუფლებას ვაძლევ.

- ვინ არიან ადამიანები, ვის გვერდითაც ყოველთვის კომფორტულად ისვენებ?

- პირველ რიგში, ასეთი ადამიანი ჩემი დეიდაშვილია. მასთან ერთად ნებისმიერ ადგილას, კარგად დავისვენებ. რაღა თქმა უნდა, მეგობრებთან ერთად დროის გატარებაც მიყვარს. კარგია, როცა ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის და ვიცით, რა დროს რა გვინდა, რა მოგვეწონება და რა - არა.

- ზღვაზე ყოფნისას ღამის კლუბებს თუ სტუმრობ?

- რა თქმა უნდა, ვსტუმრობ. ზღვის­პირა ქალაქში ყოფნისას, ყოველ საღამოს კლუბში მივდივარ (იცინის). დასასვენებლად რომ ხარ, 9 საათზე ხომ არ დაიძინებ? ძალიან მიყვარს მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად კლუბში გართობა, ცეკვა.

- ცეკვა რომ გიყვარს, ეს უკვე ვიცით...

- დიახ, მიყვარს და გამომდის კიდეც (იცინის).

- ალკოჰოლს თუ მიირთმევ?

- კი, ალკოჰოლის გარეშე გართობა არ გამოდის (იცინის)... თუმცა, სიმართლე გითხრა, ალკოჰოლური სასმელების დიდი მოყვარული არ ვარ.

- ნამზეური გიყვარს? არასეზონურად თუ იღებ `ზაგარს~? სოლარიუმში დადიხარ?

- მიყვარს, როცა ნამზეური მაქვს, მაგრამ მხოლოდ სეზონზე ვი­რუჯები. სოლარიუმის ხშირი სტუმარი არ ვარ.

- მთა თუ ზღვა - სად უფრო კარგად ისვენებ?... განაგრძეთ კითხვა

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა - "ბარიკადი უკანონოდ დევს, ამიტომ უნდა აიღონ"

"ჩემი მეგობრები იცინიან ხოლმე, ნონამ ასფალტი აყარა, ეზო გადათხარა და ბაღი გააშენაო" - გაიცანით თვითნასწავლი მებაღე საბავშვო ბაღიდან (ფოტოები)

რა ხდება სოფელ გუმათში, სადაც რკინის ბარიკადებია აღმართული