1 წამში შეცვლილი დედა-შვილის ცხოვრება... - ავარიაში მოყოლილი ბიჭუნას მკურნალობის ხარჯებს ჯანდაცვის სამინისტრო დააფინანსებს

 1 წამში შეცვლილი დედა-შვილის ცხოვრება... - ავარიაში მოყოლილი ბიჭუნას მკურნალობის ხარჯებს ჯანდაცვის სამინისტრო დააფინანსებს

ჯანდაცვის სამინისტრო რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტმედიაში გავრცელებულ ისტორიას ეხმაურება, რომლის გმირებიც დედა-შვილი - ნანა აკობია და მისი პატარა ვაჟი ალექსანდრე ( სანდრო ) გურჩიანი არიან.

დედა-შვილს რამდენიმე თვის წინ საკუთარ სახლთან მოტოციკლისტი დაეჯახათ. ორივე მათგანი თავის მძიმე დაზიანებებით და მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნანა აკობიას სიარული არ შეუძლია, პატარა სანდროს კი ეპილეფსია და გულყრები განუვითარდა ავარიის შემდეგ, თვალზე მხედველობაც დაკარგა. ბავშვის სამკურნალოდ ოჯახს მისი ბარსელონაში გადაყვანა სურს, სადაც სარეაბილიტაციო კურსი 13 000 ევრო ჯდება.

ჯანდაცვის სამინისტო მზადყოფნას გამოთქვამს, სრულად დააფინანსოს სანდრო გურჩიანის მკურნალობის ხარჯები. ამასთან დაკავშირებით, უწყების პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს:

"სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტგამოცემებში გავრცელდა ინფორმაცია ნანა აკობიასა და პატარა სანდრო გურჩიანის ოჯახის შესახებ - "1 წამში შეცვლილი დედა-შვილის ცხოვრება - უბედური შემთხვევა თბილისში" . ოჯახმა მომართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თხოვნით - დახმარებოდა პატარა სანდროს უცხოეთში კვლევასა და მკურნალობაში.

სამინისტროს რეფერალურმა კომისიამ ექსპერტის დასკვნის საფუძველზე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახი დევნილია და სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს მინიჭებული, მიიღო გადაწყვეტილება, ოჯახს სრულად დაუფაროს უცხოეთში მკურნალობის ის ხარჯები, რაც მოთხოვნილი იყო მათ მიერ. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ პატარა სანდრო გურჩიანს" - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი