დედა-შვილის ოჯახური ბიზნესი - თბილისური მოდიდან ამერიკულ ოცნებამდე

დედა-შვილის ოჯახური ბიზნესი - თბილისური მოდიდან ამერიკულ ოცნებამდე

გემოვნებიანი ჩაცმა და გამორჩეული სტილის შერჩევა ქართველი ქალებისთვის წლის ნებისმიერი სეზონის აქტუალური თემაა.

განსხვავებული სამოსი და მისაღები ფასი - ეს ის ორი მთავარი კრიტერიუმია, რის გამოც ART SALON LIKA მესამე წელია, ბაზარზე თავის დამკვიდრებას ღირსეულად ახერხებს. დედა-შვილის ოჯახურ, მცირე ბიზნესს დღეს თბილისში საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს.

ფერად-ფერადი, პრინტებით გაფორმებული, მოდური ტენდენციების მიხედვით შექმნილი სამოსის ავტორი გაგიკვირდებათ და, პროფესიით მათემატიკოსია. ლიკა კაკაჩიამ რთული ფორმულების ამოხსნას კერვა წლების წინ არჩია. დიზაინერ დედას ახალი იდეების განხორციელებაში 16 წლის მარიამიც ეხმარება. მარიამის ძირითადი მოვალეობა ტანსაცმლისთვის პრინტების შექმნა და მისი აქსესუარებით გაფორმებაა.

მეთერთმეტე კლასის მოსწავლეს ამ საქმიანობაში გასამრჯელოს უხდიან. მარიამი ფულს ამერიკული ოცნების ასასრულებლად აგროვებს. 16 წლის მარიამ ვეკუამ უკვე ზუსტად იცის, რომ აღებულ თანხას მხოლოდ საზღვარგარეთ სწავლისთვის დახარჯავს. ამ მიზნის განხორციელებისთვის დედა-შვილი ერთად უკვე წლებია შრომობს.

მარიამს სკოლის დასრულებამდე ორი წელი აქვს. ამ ეტაპზე ფიქრობს, რომ მომავალში ინტერიერის დიზაინერი იქნება. როგორც აღნიშნავს, კერვა დიდად არ ეხერხება. სამაგიეროდ, ხატვა გამოსდის კარგად. დედის კოლექციაში თითქმის ყველა პრინტი მარიამის ფანტაზიის ნაყოფია. ამ საქმიანობას შაბათ-კვირას უთმობს.

სანამ საკუთარ სალონს გახსნიდა, ლიკა ნამუშევრებს სხვადასხვა მაღაზიაში აბარებდა. ART SALON LIKA დიზაინერის უკვე ასრულებული ოცნებაა. აქ ჯერ-ჯერობით მხოლოდ ქალების სამოსს ქმნიან. ძირითადი მომხმარებელი 18-დან 40 წლამდე ასაკის ქალბატონები არიან. ახლო მომავალში კი მამაკაცის ხაზის დამატებაც იგეგმება. სალონში ნებისმიერი სახის სამოსი იკერება. როგორც მარიამი ამბობს, ყოველდღიური თუ საღამოს კაბების ფასები ყველასთვის მისაღები და ბაზარზე კონკურენტულია.

დედა-შვილის დღე ყოველთვის დატვირთულია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ლიკა საღამომდე მუშაობს, მარიამის თქმით, დედის ყურადღება ოჯახსა და საქმეზე თანაბრადაა გადანაწილებული. "ხანდახან მეც არ მესმის, როგორ ახერხებს იყოს ასეთი დაკავებული და თან მე და ჩემს პატარა ძმას საკმარისი დრო დაგვითმოს. ალბათ ესეც იმიტომ, რომ დედა ძალიან შრომისმოყვარეა. მიზანდასახული და ენერგიულია, ტყუილად ერთ წუთსაც არ კარგავს. ძალიან მინდა, მას დავემსგავსო" - ამბობს მარიამი.

ცოტა ხნის წინ მარიამი ახალგაზრდა ბიზნესმენების კონკურსში ჩაერთო. იცის, რომ "თიბისი ბანკისა" და ჯეოსელის ერთობლივი პროექტი ბიზნესდაჯილდოება, გამარჯვებულს ნოემბერში გამოავლენს. მარიამს პრიზის აღება და ნომინაციაში პირველი ადგილის მოპოვებაც სურს, თუმცა, ამბობს რომ მსგავსი მნიშვნელობის და მასშტაბის კონკურსში მთავარი მაინც მონაწილეობაა. ბიზნესდაჯილდოების ძირითად გზავნილებს - #წარმატებაგადამდებია #გააზიარეწარმატება მარიამი და ლიკაც იზიარებენ. მიაჩნიათ, რომ ახალგაზრდა ბიზნესმენებს თავიანთი მაგალითით, სხვებისთვის მოტივაციის შექმნა და სტიმულის მიცემა ნამდვილად შეუძლიათ.

მიმდინარე სეზონზე, ზაფხულის კოლექციის სამოსის დიდი ნაწილი ART SALON LIKA-ში არტპრინტითაა გაფორმებული. ამით მარიამი განსაკუთრებით ამაყობს. ამბობს, რომ ყველა ნახატს თავად იგონებს. გადმოხატვა და სხვების იდეების აღება კი მისი სტილი არაა. ART SALON LIKA ახლო მომავალში ახალი მაღაზიის გახსნას გეგმავს და გაფართოებისთვის ემზადება.

https://www.facebook.com/ART.salon.Lika/

https://www.facebook.com/businessawardgeorgia/?fref=ts

http://businessaward.ge/

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი