აფთიაქში შევარდნილი წყალი და პანიკაში ჩავარდნილი ადამიანები - "ფეისბუქზე" ბორჯომის სტიქიის ამსახველი ვიდეო ვრცელდება

აფთიაქში შევარდნილი წყალი და პანიკაში ჩავარდნილი ადამიანები - "ფეისბუქზე" ბორჯომის სტიქიის ამსახველი  ვიდეო ვრცელდება

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ბორჯომში გადაღებული ვიდეო გავრცელდა, სადაც სტიქიაა ასახული. ვიდეო ერთ-ერთ აფთიაქშია გადაღებული, სადაც ძლიერი წვიმისგან დაგროვილი წყალი შევარდა.

ცნობისთვის, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ სერიოზული პრობლემები შექმნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა განუცხადა, შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც გუბერნატორი ხელმძღვანელობს. სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ისტორიული პარკი. შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება. ტურისტული ზონებიდან განხორციელდა ხალხის ევაკუაციაც. მისივე თქმით, სეტყვა დაახლოებით 25-30 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

ნახეთ: სტიქია ბორჯომში - ტურისტული ზონებიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი