"მეჩვენება ხოლმე, რომ რაღაც ვერ გავაკეთე – სულ ამის განცდა მაწვალებს" - ქეთა თოფურია ოჯახზე, კარიერასა და პატარა ოლივიაზე

"მეჩვენება ხოლმე, რომ რაღაც ვერ გავაკეთე – სულ ამის განცდა მაწვალებს" - ქეთა თოფურია ოჯახზე, კარიერასა და პატარა ოლივიაზე

OK! წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ქეთა თოფურიასთან, რომელიც რუსულ OK!-ის ოჯახზე, კარიერასა და პატარა ოლივიაზე ესაუბრება, რომელმაც მისი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა!

- ქეთა, ჯერ კიდევ სამი წლის წინ, გათხოვებამდე, OK!-სთან ინტერვიუში თქვით, რომ გრანდიოზულ ქორწილს არ აპირებთ, მაგრამ თქვენი ქორწილი მაინც ხმაურიანი გამოდგა...

დიდი ქორწილის გადახდა მართლაც არ მინდოდა, მაგრამ ერთხელ მე და ლიოვა მეგობრების ფართო წრეში ვისხედით, მათ შორის უმეტესობა შოუბიზნესის წარმომადგენელი იყო და გვკითხეს: "ქორწილი როდის გაქვთ?" ჩვენ ვპასუხობთ: "არ გვინდა ქორწილი!" ისინი კი გვეუბნებიან: "არაა, აღვნიშნოთ! მოდი, 9 სექტემბერს იყოს!" (2013 წელი). მე ვუთხარი: ხომ არ გაგიჟდით, ეს ხომ ჩემი დაბადების დღეა-მეთქი! მათ კი – ჰოდა, მთლად უკეთესიო.

იქ იმდენი ხალხი იყო, რომ მაშინვე მივხვდით – თუ ქორწილის გადახდას გადავწყვეტდით, ყველა მათგანი უნდა მოგვეწვია. შესაბამისად, მოკრძალებული ქორწილი უკვე აღარ გამოგვივიდოდა.

დაქალებს ჩემთვის ძალიან ბევრჯერ მოუყოლიათ, ქორწილებში სიძე-პატარძალი ვერასოდეს ერთობაო, და ამის მეშინოდა, მაგრამ გადასარევად გავერთე!

მგონი, ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო წვეულება და ისტორიაში ყველაზე მხიარული ქორწილი იყო! ყველა სტუმარი, რომელსაც მოგვიანებით სადმე გადავეყრებოდით, გვეუბნებოდა, რომ საოცრად იმხიარულა. მე, რასაკვირველია, ძალიან სასაცილო პატარძალი ვიყავი – ფეხშიშველი დავრბოდი. მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ვერ ვიტან, მაგრამ თავიდან იძულებული ვიყავი ჩამეცვა, შემდეგ კი, როცა პირველი სიმღერა დაიწყო, ფეხზე გავიხადე. ბოლოს ჩემს ფეხისგულებს დავხედე და მივხვდი, რომ "ქიმწმენდა" მესაჭიროებოდა.

- თქვენი ქალიშვილი სულ ახლახან წლის გახდა. რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში ოლივიას გაჩენის შემდეგ?

ბავშვები სიგიჟემდე შემიყვარდა! ადრეც მიყვარდა, მაგრამ ასე ძალიან – არა. აქამდე არასოდეს ყოფილა შემთხვევა, რომ ქუჩაში პატარა დამენახა და მასთან სათამაშოდ მივსულიყავი. და კიდევ – თუ ბავშვის ტირილი მესმის, ეს ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია! მაშინვე უნდა მივვარდე და დავამშვიდო. ძალიან სენტიმენტალური გავხდი, სასტიკი ვიდეოების ნახვა აღარ შემიძლია – მაშინვე ტირილს ვიწყებ და, რა თქმა უნდა, გამიჩნდა პასუხისმგებლობის გრძნობა. ვაცნობიერებ, რომ შინ მელოდებიან და ვჭირდები... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი