"4 თვე ვიყავი კომაში..." - ახალგაზრდა ჟურნალისტის ტკივილიანი ისტორია, რომელსაც ჩვენი დახმარება სჭირდება

 "4 თვე ვიყავი კომაში..." - ახალგაზრდა ჟურნალისტის ტკივილიანი ისტორია, რომელსაც ჩვენი დახმარება სჭირდება

ცხოვრება უცნაური რამაა, ერთმა შემთხვევამ შესაძლოა ძირფესვიანად შეცვალოს ადამიანის ცხოვრება. თუმცა ცხოვრების ფერხულში ჩაბმულთ, ეს ხშირად სულაც არ გვახსოვს. ჟურნალისტი ვასო სილაგაძე საბედისწერო წამამდე ცნობილი და პერსპექტიული ადამიანი იყო; ნაცნობები მისი მეგობრობით ამაყობდნენ. მას შემდეგ, რაც 13 წლის წინ სასტუმრო აჭარასთან ვიღაცამ მანქანით გადაუარა, მას მეგობრები ცოტა, ტკივილები კი ბევრი დარჩა, - თანაც, მუდამ თანმდევი, წამი არ არსებობს, როცა მას რაიმე არ აწუხებდეს; თუმცა არც ისეთი წამია, როცა არ სჯერა, რომ დადგება დრო, როცა საქმეს ისევ ხელს მოჰკიდებს. დღეს კი ხელში ჯოხით და თვალებში არაადამიანური დარდით, 44 წლის ჟურნალისტი დახმარებას ითხოვს. ადრე ვერასოდეს იფიქრებდა თუ მოწყალებისთვის ივლიდა, მაგრამ არც სხვანაირად გამოდის, - მამა მის დარდს გადაჰყვა, თავისი და დედამისის პენსია კი პურის საყიდლად არ ჰყოფნით. სოციალური დახმარებაც მოუხსნეს, - რადან თავზე ჭერი აქვს, სახელმწიფომ ჩათვალა, რომ დასახმარებელი არაფერი ჰქონდა.

- არ ვიცი, ეს როგორ მოხდა, მაგრამ თავიდან მთლიანად ამომივარდა ის ღამე, როცა მანქანა დამეჯახა. მაგრამ მანამდე რა ცხოვრებით ვცხოვრობდი, წამიც არ დამვიწყებია; ხანდახან ისე მენატრება ის დრო, რომ ცრემლი მახრჩობს: ვმუშაობდი "რეზონანსში", "ინტერპრესნიუსში", ტელევიზიაშიც, - საზოგადოებრივ არხზე. ეს იყო ჩემი ნამდვილი ცხოვრება, რომელიც 31 წლის ასაკში დავამთავრე. თუმცა ღმერთს მადლობა რომ ეს მაინც იყო, მაშინ ბედნიერი ვიყავი. ბევრჯერ მიფიქრია ხოლმე, ნეტა ადამიანი ხვდებოდეს, რომ თუ ჯანმრთელია და საქმე აქვს, ესე იგი ბედნიერია-მეთქი. აბა, ეს რა ცხოვრებაა, მე რომ ვცხოვრობ, იმის ფულის შოვნაც არ შემიძლია, რომ საკუთარ თავს მივხედო. არადა, მიუხედავად იმისა, რომ, ფაქტობრივად, სიკვდილიდან ვარ მობრუნებული და ჯამრთელობა ძალიან დაზიანებული მაქვს, ჩემი ფეხზე დაყენება შეიძლება. მარტო იმისთვის ხომ არ გამომიყვანდა უფალი 4-თვიანი კომიდან, რომ ჯოხით ვიარო და 100-ლარიან პენსიაზე ვიცხოვრო! განაგრძეთ კითხვა

TBC ბანკი, ანგარიშის ნომერი: GE81TB7102345063600014

მიმღები: ვასო სილაგაძე. ტელეფონი: 571014455

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი