ვინ არის მოდელი, რომელზეც ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია დაინიშნა

ვინ არის მოდელი, რომელზეც ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია დაინიშნა

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია, რომელიც "ბალენსიაგას" კრეატიული დირექტორია, დაინიშნა.

მისი რჩეული დიდი ხნის ბოიფრენდი, მოდელი ლოიკ გომეზია. დანიშვნის შესახებ, გომეზმა თავისი ინსტაგრამის გვერდზე დაწერა. მან ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც მისი და დემნას ხელებია ასახული, არათითზე Tiffany & Co-ს ნიშნობის ბეჭდებით. მოდელის ინსტაგრამის გვერდზე მისი და დიზაინერის ერთობლივი ფოტოები მრავლადაა. მეგობრები და ნაცნობები კომენტარებში ახალ ამბავს ულოცავენ წყვილს.

გვასალიას ევროპაში კარგად იცნობენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ანტვერპის სამეფო აკადემიის ხელოვნების ფაკულტეტის კურსდამთავრებული 2009-2012 წლებში Maison Martin Margiela-ში ქალების კოლექციის დიზაინერის პოზიციას იკავებდა, 2012-2014 წლებში კი LOUIS VUITTON-ში. 2015 წელს "ვუნდერკინდი ქართველი დიზაინერი", როგორც მას ერთ-ერთმა დასავლურმა გამოცემამ უწოდა, Balenciaga-ს კრეატიულ დირექტორად დაინიშნა.

ბრენდისთვის თავისი პირველი კოლექცია გვასალიამ 2016 წლის მარტში წარადგინა. ის ასევე მუშაობს მის მიერ შექმნილი ბრენდის Vetements-ის კოლექციებზეც.

"ფეხზე კიდიათ ჩვენი სფერო! მართლა მშივრები ხომ არ დავიხოცებით?“ - ახალ წელს დაწესებული შეზღუდვების გამო მომღერლები მთავრობას აკრიტიკებენ

"პარიზში ჰკითხეს თურმე, - თბილისიდან ბრძანდებითო? ფრანგულად უპასუხა: - ო, არა, მადამ, ქალაქ ბანძიდან ვარო" - როგორ შეიქმნა ცინუკი დადიანის "მაგნოლია" და "თეთრი ვარდები“

ვარსკვლავების იახტები, თვითმფრინავები და გადაადგილებაში დახარჯული მილიარდები - რა ღირს კომფორტი ჰოლივუდში